არტ-თერაპია, იგივე ხელოვნებით მკურნალობა თერაპიის თანამედროვე მეთოდია. არტ-თერაპია ხელოვნების და ფსიქოთერაპიის შერწყმას წარმადგენს.

მასში ხატვით, ძერწვით, გაფერადებით ემოციის გაგება და სოციალურად მისაღები ფორმით გამოხატვა.

არტ თერაპია მუშაობს ნებისმიერი ასაკის ინდივიდებთან, მათ შორის ბავშვებთანაც. ამ ტიპის თერაპია  განსაკუთრებით ეფექტურია კრიზისული პერიოდისა და შემდეგი პრობლემების დროს: 

შიშები, შფოთვა, დეპრესია, ქცევის პრობლემები, აკვიატებული აზრები და ქმედებები და სხვ.

კვლევების მიხედვით, თერაპიის ფარგლებში ადამიანი მეტად განიცდის კონტროლს მის ცხოვრებაზე. შედეგად.

ეს ეხმარება შფოთვის და დეპრესიის სიმპტომების მართვასა და შემცირებაში. ასევე, საყურადღებოა, რომ არტ-თერაპიის გასავლელად არ გჭირდებათ ხატვის ნიჭი, უნარი და ცოდნა.

 

  1. ხატვა  -ფსიქოლოგი ინდივიდს ან არტ თერაპიული  ჯგუფის წევრებს აძლევს თემას ან მითითებას, რომ დახატონ, რაიმე თემატიკის ნახატი. მონაწილეები ხატავენ საკუთარი ფანტაზიით ინსტრუქიის შესაბამის ნახატს.
  2. შემდეგ კი ხდება ჯგუფში განიხილავა ნახატის არსის, დატვირთვისასა და პროცესის ეფექტურობას. ეს მეთოდი ხელს უწყობს თვითგამოხატვასა და ემოციური დაძაბულობიგან განთავისუფლებას.

  1. მანდალა თერააპია –   ჯგუფის წევრები აფერადებენ  წრიული დიზაინის მქონე მანდალებს. შემდეგ კი ჯგუფში განიხილავენ პროცესში წამოჭრილ სირთულებებსა და საბოლოო ნამუშევარს.
  2. მანდალის სტრუქტურა ხშირად სიმწიფის, ბალანსისა და თვითობის სიმბოლოა. ამავე დროს, ის ადამიანებს საკუთარი მდგომარეობის ვიზუალურ ანალიზსში ეხმარება. 

  1. თიხის თერაპია – თიხის  მასალების გამოყენებით, მონაწილეები ქმნიან  ნამუშევრებს და სკულპტურებს, სადაც გამოხატავენ  თავიანთ გრძნობებს, შიშებს ან სურვილებს. თიხაზე მუშაობა ემოციების და განცდების ვიზუალურად წარმ,ოდგენის საშუალებაა.
  2. ასევე, ეს თერაპიულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარი განდების სიტყვიერი გამოხატვა უჭირთ. 

  1. ხელოვნების საშუალებით თხრობა- მონაწილეები ქმნიან სურათების სერიას ან ერთ ნამუშევარს, რომელიც წარმოადგენს ისტორიას, რეალურ ან გამოგონილს. 
  2. ხელოვნების საშუალებით მოთხრობა ხელს უწყობს ინდივიდებს მათი პირადი ცხოვრების ისტორიის გადამუშავებაში. იმავდროულად, ის ეხმარება ცხოვრების გამოცდილების გადააზრებაში. ამას გარდა, ის ეხმარება კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას. 

  1. სიმბოლური ობიექტის შექმნა- მონაწილეები ქმნიან ობიექტს ან სიმბოლოს, რომელიც წარმოადგენს პირად ბრძოლას, იმედს ან ძალას.
  2. ეს ტექნიკა ხელს უწყობს ინდივიდებს მათი გამოწვევების გამოხატვაში. უფრო მეტიც, ის ეხმარება მატი გასდაჭრის ახლებური გზების ძიებას. 

  1. ჟურნალების შედგენა- ინდივიდი ან  ჯგუფისმონაწილეები სხვადასხვა მასალისს გამოყენებით  ქმნიან ვიზუალურ ჟურნალებს. ასე ისინი შეკრებენ საკუთარ ისტორიას და ანალიზს უკეთებენ აწმყოში მნიშვნელოვან საკითხებს.
  2. ამას გარდა, ტექნიკა ხელს უწყობს წარმოსახვის, კომუნიკაციის, ყურადღების კონცენტრაციის უნარების განვითარებას. 


https://mentalclinic.ge/treatment-methods/art-therapy/