გიორგი (გუგა) სიხარულიძე

გიორგი (გუგა) სიხარულიძე

ფსიქიატრი, აკადემიური დოქტორი, პროფესორი

გუგა სიხარულიძე – ფსიქიატრი, აკადემიური დოქტორი და პროფესორი 20 წელზე მეტი კლინიკური გამოცდილებით.

  • პროფესორი – [ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU)](https://gau.edu.ge)
  • [ლეიდენის უნივერსიტეტის](https://www.universiteitleiden.nl) სამედიცინო ფაკულტეტის (LUMC) დოქტორობის კანდიდატი.
  • პროფესორი – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი “ალტერბრიჯი”.

რეზიდენტურის (2002-2005) დამთავრების  შემდეგ უწყვეტი საექიმო პრაქტიკა 2005 წლიდან.


2007 წლიდან საქართველოში პირველი კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის თანადამფუძნებელი.

2017 წლიდან „სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი“-ს დამფუძნებელი. 

2024 წლიდან განახლებული „გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 


2015 წლიდან ლეიდენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) დოქტორანტი და ამჟამად დოქტორობის კანდიდატი, სამეცნიერო კვლევითი მიმართულება – პოსტტრავმული სტრესი, შფოთვა, დეპრესია და ფსიქოსომატური დარღვევების ურთიერთკავშირი. 


2013 წლიდან მისივე საავტორო პროექტით დაფუძნებული სამხედრო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პირველად საქართველოში აღნიშნულ დეპარტამენტში დაინერგა: ფსიქოლოგიური შეფასების, დახმარების, მკურნალობის და რეაბილიტაციის, ფსიქოლოგიური შერჩევის (Psychological HR), სუიციდის პრევენციის პროგრამები. 


2018 წლიდან NATO პროგრამის (Science for Peace and Security) ექსპერტთა ჯგუფის წევრი.


**ექსპერტული და მკურნალობის გამოცდილება:**

ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები, სტრესი/ტრავმასთან ასოცირებული დარღვევები, შფოთვითი აშლილობები, დეპრესია, ბიპოლარული აშლილობები, სუიციდის პრევენცია, ძილის დარღვევები, ფსიქო-სომატური დარღვევები და სხვა. მიმდინარე სამეცნიერო კვლევა [Leiden University Medical Center](https://www.lumc.nl)-თან თანამშრომლობით. [მასაჩუსეტსის საჯარო ჰოსპიტალი (MGH)](https://www.massgeneral.org) – კლინიკური მკვლევარი.


მიმდინარე სამეცნიერო კვლევითი აქტივობა ლეიდენის უნივერსიტეტთან (Leiden University Medical Center) და პროფ. ერიკ ვერმეტენთან კოლაბორაციის ფარგლებში.

მასაჩუსეტსის საჯარო ჰოსპიტალი (MGH) -კლინიკური მკვლევარი.


 20 ზე მეტი სამეცნიერი პუბლიკაციის ავტორი. 

ORCID: orcid.org/0000-0002-8778-122X | Researcher ID L-3330-2016 | 

Scopus Author ID: 14527751700

კონსულტაცია? დაგვიკავშირდით ან იხილეთ ჩვენი სერვისები.