
გიორგი (გუგა) სიხარულიძე
ფსიქიატრი, აკადემიური დოქტორი, პროფესორი
გუგა სიხარულიძე – ფსიქიატრი, აკადემიური დოქტორი და პროფესორი 20 წელზე მეტი კლინიკური გამოცდილებით.
- პროფესორი – [ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU)](https://gau.edu.ge)
- [ლეიდენის უნივერსიტეტის](https://www.universiteitleiden.nl) სამედიცინო ფაკულტეტის (LUMC) დოქტორობის კანდიდატი.
- პროფესორი – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი “ალტერბრიჯი”.
რეზიდენტურის (2002-2005) დამთავრების შემდეგ უწყვეტი საექიმო პრაქტიკა 2005 წლიდან.
2007 წლიდან საქართველოში პირველი კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის თანადამფუძნებელი.
2017 წლიდან „სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი“-ს დამფუძნებელი.
2024 წლიდან განახლებული „გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
2015 წლიდან ლეიდენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) დოქტორანტი და ამჟამად დოქტორობის კანდიდატი, სამეცნიერო კვლევითი მიმართულება – პოსტტრავმული სტრესი, შფოთვა, დეპრესია და ფსიქოსომატური დარღვევების ურთიერთკავშირი.
2013 წლიდან მისივე საავტორო პროექტით დაფუძნებული სამხედრო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პირველად საქართველოში აღნიშნულ დეპარტამენტში დაინერგა: ფსიქოლოგიური შეფასების, დახმარების, მკურნალობის და რეაბილიტაციის, ფსიქოლოგიური შერჩევის (Psychological HR), სუიციდის პრევენციის პროგრამები.
2018 წლიდან NATO პროგრამის (Science for Peace and Security) ექსპერტთა ჯგუფის წევრი.
**ექსპერტული და მკურნალობის გამოცდილება:**
ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები, სტრესი/ტრავმასთან ასოცირებული დარღვევები, შფოთვითი აშლილობები, დეპრესია, ბიპოლარული აშლილობები, სუიციდის პრევენცია, ძილის დარღვევები, ფსიქო-სომატური დარღვევები და სხვა. მიმდინარე სამეცნიერო კვლევა [Leiden University Medical Center](https://www.lumc.nl)-თან თანამშრომლობით. [მასაჩუსეტსის საჯარო ჰოსპიტალი (MGH)](https://www.massgeneral.org) – კლინიკური მკვლევარი.
მიმდინარე სამეცნიერო კვლევითი აქტივობა ლეიდენის უნივერსიტეტთან (Leiden University Medical Center) და პროფ. ერიკ ვერმეტენთან კოლაბორაციის ფარგლებში.
მასაჩუსეტსის საჯარო ჰოსპიტალი (MGH) -კლინიკური მკვლევარი.
20 ზე მეტი სამეცნიერი პუბლიკაციის ავტორი.
ORCID: orcid.org/0000-0002-8778-122X | Researcher ID L-3330-2016 |
Scopus Author ID: 14527751700
კონსულტაცია? დაგვიკავშირდით ან იხილეთ ჩვენი სერვისები.