არტ-თერაპია ხელოვნებით თერაპია დიაგნოსტიკური, თერაპიული და რესურსული მკურნალობის მეთოდია. იგი ადამიანებს  საშუალებას აძლევს  მათთვის არასასიამოვნო განცდები სოციალურად მისაღები ფორმით,  ხელოვნების სხვადასხვა საშუალებით გამოხატონ.

არტ თერაპია ასევე ითვლება თანამედროვე სამედიცინო და ფსიქოლოგიური მეთოდის მნიშვნელოვან ნაწილად. არტ თერაპიის მეთოდები მრავალგვარია. მათ შორის შედის: ხატვა, ძერწვა, თიხაზე მუშაობა, მანდალა თერაპია, ზღაპარ თერაპია და მუსიკა თერაპია. 

არტ თერაპიის მიდგომები  განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისა და სხვადასხვა  სირთულეების მქონე ინდივიდიდებისთვის.

არტ თერაპია ძალიან ხშირად გამოიყენება როგორც ბავშვებთან, ასევე ზრდასრულ ადამიანებთან. თერაპიული მეთოდი მუშაობის პროცესში ითვალისწინებს ინდივიდის სოციალურ გარემოს. გარდა ამისა, იგი ითვალისწინებს ინდივიდის მიდრეკილებებსა და ხასიათის პიროვნულ თავისებურებებს.

ამასთან, არტ თერაპიული მუშაობა შეიძლება განხორციელდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად ან ამ ორი მიდგომის ერთმანეთში მონაცვლეობით.

ხელოვნებით თერაპია ეფექტურია ისეთი პრობლემის დროს როგორიც არის: შიშები, შფოთვა, დეპრესი, ქცევის პრობლემები, აკვიატებული აზრები და ქმედებები და სხვა.

უფრო მეტიც, არტ თერაპია ხელს უწყობს თვითგაცნობიერებას და ემოციურ ბალანსს. ამასთან, თერაპიული მიმართულება ინდივიდს ეხმარება  უსიამოვნო ფიქრებიდან ყურადღების გადატანაში. ასევე ამ პროცესში ეხმარება საკუთარ თავზე უკეთ გაცნობაში, პრობლემების მიღებასა და სახელდებაში,  ემოციურ განმუხტვას და რაციონალური ბალანსის აღდგენაში.

საბოლოო ჯამში, არტ თერაპია ეფექტურად ეხმარება მრავალფეროვან ადამიანებს.