100 კითხვა ფსიქიატრს – პასუხები სტიგმის გარეშე ეს გახლავთ ჩვენი ფსიქიატრიული განყოფილება, სადაც FAQ შეჯამებულია ერთ გვერდზე. სხვათაშორის, მიუხედავად იმისა, რომ სექციაში გამოიყენება ტერმინი “FAQ”, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სწორედ FAQ ფორმატი ძალიან პოპულარულია ინფორმაციის გასავრცელებლად. ასევე, ჩვენს სიახლეებში ხშირად დაინახავთ განახლებულ პასუხებს FAQ სტილში. საბოლოოდ, წამყვანი როლი აქვს FAQ-ს სწორი ინფორმაციის მიწოდებაში.
ფსიქიატრი არის ექიმი, სამედიცინო განათლებით, სვამს დიაგნოზს და საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს მედიკამენტურ მკურნალობას. ფსიქოლოგი მუშაობს მხოლოდ ფსიქოთერაპიული მეთოდებით და არ ნიშნავს წამლებს.
თანამედროვე ანტიდეპრესანტები არ იწვევს ნარკოტიკულ დამოკიდებულებას. მათი მოხსნა ხდება ეტაპობრივად, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მოხსნის ასეთი სქემის აუცილებლობა მათი მოქმედების სპეციფიკით არის განპირობებული და არა დამოკიდებულების ჩამოყალიბებით.
გენეტიკა მედიცინაში მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა ის არ არის განაჩენი. გენეტიკურმა განწყობამ არ უნდა შეგვაშინოს, პირიქით უნდა გავითვალისწინოთ მკურნალობის პროცესში და სწორად გამოვიყენოთ მკურნალობის დაგეგმვის პროცესში. ეს არის მხოლოდ წინასწარგანწყობა, რომლის ნაწილობრივი მართვაც შესაძლებელია.
არა. ეს არის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური პროცესების ერთობლიობა, ისევე როგორც დიაბეტი ან ჰიპერტენზია. სტიგმის მოხსნა წარმატებული მკურნალობის პირველი ნაბიჯია.
ტერმინები „მკურნალობა“ და „განკურნება“ ხშირად აირია. ბევრი მდგომარეობა სრულად იკურნება, ხოლო ქრონიკული პროცესების დროს თანამედროვე მართვა საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ მდგრად რემიზიას. ეს ნიშნავს, რომ პაციენტი უბრუნდება სრულფასოვან ცხოვრებას ყოველგვარი სიმპტომის გარეშე.
დიახ, პაციენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია წარმოადგენს სამედიცინო საიდუმლოებას. ინფორმაციის გაცემა მესამე პირზე ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ უკიდურეს შემთხვევებში ან თავად პაციენტის წერილობითი თანხმობით.
მკურნალობის პროცესში ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან მან შეიძლება გააძლიეროს გვერდითი მოვლენები ან შეამციროს მედიკამენტის ეფექტურობა.
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა იმოქმედოს მადაზე, თუმცა თანამედროვე მედიცინაში არსებობს მრავალი ალტერნატივა, რომლებიც მეტაბოლიზმზე გავლენას არ ახდენს. ექიმი ყოველთვის ინდივიდუალურად არჩევს წამალს.
არა. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია. ბევრ შემთხვევაში, მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, მედიკამენტების მიღება ეტაპობრივად წყდება. მიღების ვადა უაღრესად იდივიდუალურია და დამოკიდებულია დიაგნოზზე, მიმდინარეობის ფორმაზე, სიმძიმეზე, თანმხლებ დაავადებებზე და სხვა შიდა და გარე ფაქტორებზე.
ძილი არის ტვინის „რესტარტი“. მისი ქრონიკული ნაკლებობა პირდაპირ კავშირშია შფოთვის, დეპრესიისა და გაღიზიანებადობის მატებასთან.
ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანს უჭირს აზროვნება, კონცენტრაცია და ინფორმაციის აღქმა. ის ხშირად სტრესის, უძილობის ან დეპრესიის თანმხლებია.
მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და არა დაძალება. ესაუბრეთ ემპათიით, აუხსენით, რომ ფსიქიკური პრობლემა ისეთივე მკურნალობადია, როგორც ფიზიკური.
დიახ, ნაწლავის მიკრობიომი მჭიდრო კავშირშია ტვინთან (Brain-Gut Axis). დაბალანსებული კვება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ემოციურ სტაბილურობას.
ჩვენს ცენტრში მკურანლობა ხდება უმაღლესი საერთაშორისო დადგენილი სტანდარტებით. მინიმალურად და პრაქტიკულად არ გამოიყენება ისეთი მედიკამენტები მაგ ე.წ ბენზოდიზეპინები “ფსიქოტროპული” რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებას.
ფსიქოთერაპია მუშაობს ფსიქოლოგიურ და ქცევით დონეზე. მისი სამიზნეა აზროვნების პატერნები, ემოციური რეაქციები და ქცევითი ჩვევები. თერაპია პაციენტს აძლევს ინსტრუმენტებს, რათა მან თავად შეძლოს სტრესთან გამკლავება და მომავალში რეციდივის პრევენცია.
წამალი მკურნალობს ორგანოს (ტვინს), ხოლო ფსიქოთერაპია მკურნალობს პიროვნებას. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ სიმპტომი მოვხსნათ, არამედ პაციენტს ცხოვრების ხარისხი დავუბრუნოთ.“
არა. დიაგნოზი მედიცინაში არის არა „იარლიყი“, არამედ სამუშაო ინსტრუმენტი, რომელიც ექიმს ეხმარება მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევაში. ბევრი ფსიქიკური მდგომარეობა ტრანზიტორულია (დროებითი) და ადეკვატური მკურნალობის შემდეგ დიაგნოზი კარგავს აქტუალობას. ის არ განსაზღვრავს თქვენს პიროვნებას.
დეპრესია არ არის ნებისყოფის სისუსტე ან ხასიათის დეფექტი; ეს არის ბიოლოგიური პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ნეირომედიატორების დისბალანსთან. ის შეიძლება დაემართოს ნებისმიერს, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა, წარმატებისა თუ პიროვნული „სიმტკიცისა“.
ზუსტი დიაგნოზი მკურნალობის ეფექტურობის ფუნდამენტია. მაგალითად, დეპრესიისა და ბიპოლარული აშლილობის დეპრესიული ფაზის მკურნალობა რადიკალურად განსხვავდება. არასწორმა დიაგნოზმა შეიძლება გამოიწვიოს არაეფექტური მკურნალობა და დროის დაკარგვა.
არა აუცილებლად. ყურადღების კონცენტრაციის სირთულე შეიძლება ახლდეს დეპრესიას, შფოთვას, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს ან უძილობას. ADHD (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი) სპეციფიკური ნეიროგანვითარებითი მდგომარეობაა, რომელსაც კომპლექსური დიაგნოსტიკა სჭირდება.
დეპერსონალიზაცია არის საკუთარი თავისგან გაუცხოების შეგრძნება (თითქოს გვერდიდან უყურებთ საკუთარ თავს), ხოლო დერეალიზაცია არის გარემოს აღქმის შეცვლა (თითქოს სამყარო არარეალურია ან „ნისლშია“). ეს ხშირად ძლიერი შფოთვის ან სტრესის თავდაცვითი მექანიზმია.
ჰიპოქონდრია (ჯანმრთელობაზე შფოთვა) არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აქვს გადამეტებული შიში იმისა, რომ სჭირს რაიმე მძიმე, დაუდგენელი დაავადება. ამ დროს პაციენტი ხშირად მიმართავს სხვადასხვა პროფილის ექიმებს და იტარებს მრავალჯერად კვლევას, მიუხედავად ნორმალური პასუხებისა.
აკვიატებული აზრები მცირე დოზით ბევრ ადამიანს აქვს. თუმცა, თუ ობსესიები ხდება ინტრუზიული (შემოჭრილი), იწვევს დიდ შფოთვას და გართმევთ დროს (მაგ. იძულებული ხართ შეასრულოთ რიტუალები შფოთვის შესამცირებლად), ეს უკვე შეიძლება მიუთითებდეს ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობაზე (OCD).
დიახ. OCPD-სთვის დამახასიათებელი პერფექციონიზმი, გადამეტებული კონტროლის სურვილი და რიგიდულობა ხშირად ხდება შინაგანი დაძაბულობისა და შფოთვის წყარო, რადგან რეალობა ხშირად არ შეესაბამება პაციენტის მკაცრ სტანდარტებს.
არა. მედიკამენტები მოქმედებს სიმპტომებზე (შფოთვაზე, უძილობაზე, აპათიაზე) და არა თქვენს პიროვნულ ღირებულებებზე, ინტერესებსა თუ ხასიათზე. პირიქით, მკურნალობის მიზანია დაგაბრუნოთ თქვენს ბუნებრივ მდგომარეობაში, რომელიც დაავადებამ „დაჩრდილა“.
ეს სტიგმა მოდის ძველი თაობის პრეპარატების გამოცდილებიდან ან დოზირების არასწორი შერჩევიდან, რაც იწვევდა ძილიანობას ან ემოციურ სიბლანტეს. თანამედროვე მედიცინა მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს სრული კოგნიტური და ემოციური ფუნქციონირება.
ყოველთვის არა. მკურნალობის საწყის ეტაპზე (პირველი 1-2 კვირა) ორგანიზმი გადის ადაპტაციის პერიოდს. მსუბუქი გვერდითი მოვლენები ხშირად თავისით გაივლის. თუმცა, თუ ეფექტი შემაწუხებელია, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს დოზის კორექციისთვის ან წამლის შესაცვლელად.
კლინიკურ მედიცინაში „ლითიუმის დეფიციტის“ ცნება, როგორც დაავადება, არ არსებობს (ვიტამინებისგან განსხვავებით). ლითიუმის ანალიზი სისხლში კეთდება მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ლითიუმის პრეპარატებით, რათა გაკონტროლდეს მისი თერაპიული დონე და თავიდან იქნას აცილებული ტოქსიკურობა.
მთავარი ნიშანია დღის განმავლობაში გამოხატული ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება გაღვიძებისთანავე, ყურადღების გაფანტულობა და გაღიზიანებადობა. თუ გძინავთ 8 საათი, მაგრამ დილით მაინც „გატეხილი“ ხართ, ძილის ხარისხი დასაშვებზე დაბალია.
რეჟიმი (დაძინება და გაღვიძება ერთსა და იმავე დროს) კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ის ეხმარება ორგანიზმს შინაგანი საათის მომართვაში, რაც აუმჯობესებს ძილის ფაზების სტრუქტურას და აადვილებს ჩაძინებას.
ზრდასრული ადამიანისთვის ოპტიმალურია 7-9 საათი უწყვეტი ძილი. თუმცა, მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მოთხოვნილება: თუ 7 საათის შემდეგ თავს ენერგიულად გრძნობთ, ეს თქვენი ნორმაა.
ფსიქიატრი არის ექიმი, რომელმაც სამედიცინო განათლება მიიღო და შეუძლია მედიკამენტების დანიშვნა. ფსიქოლოგი კი არ არის ექიმი და მუშაობს მხოლოდ საუბრის, ტესტირებისა და ფსიქოლოგიური ინტერვენციების მეთოდებით. მძიმე ფსიქიკური აშლილობების დროს (დეპრესია, შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა) საჭიროა ფსიქიატრის კონსულტაცია.
ფსიქიატრს უნდა მიმართოთ, თუ: 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გაწუხებთ დათრგუნულობა ან შფოთვა; გაქვთ ძილის მძიმე დარღვევები; განიცდით პანიკურ შეტევებს; გაქვთ თვითდაზიანების ან სუიციდური ფიქრები; ვერ უმკლავდებით ყოველდღიურ საქმიანობას ემოციური მდგომარეობის გამო.
ჩვეულებრივი ცუდი განწყობა რამდენიმე დღეში გადის. დეპრესია კი გრძელდება 2 კვირაზე მეტ ხანს და ახასიათებს: მუდმივი დათრგუნულობა, ინტერესის დაკარგვა საყვარელი საქმიანობის მიმართ, ძილის დარღვევა, მადის ცვლილება, ენერგიის დაკარგვა, კონცენტრაციის პრობლემები და უიმედობის განცდა.
პანიკური შეტევა არის შიშისა და დისკომფორტის მწვავე ეპიზოდი, რომელიც მოულოდნელად იწყება და 10-15 წუთში პიკს აღწევს. სიმპტომებია: გულისცემის გახშირება, ოფლიანობა, კანკალი, სუნთქვის გაძნელება, სიკვდილის შიში. მიუხედავად საშინელი შეგრძნებისა, პანიკური შეტევა სიცოცხლისთვის საშიში არ არის და იკურნება.
არა, თანამედროვე ანტიდეპრესანტები (SSRI, SNRI) არ იწვევენ დამოკიდებულებას ნარკოტიკების მსგავსად. თუმცა, მათი უეცარი შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს “მოხსნის სინდრომი”, ამიტომ მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, ექიმის მეთვალყურეობით.
პირველი 1-2 კვირის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს: გულისრევა, თავის ტკივილი, უძილობა ან ძილიანობა, მადის ცვლილება. ეს მოვლენები ჩვეულებრივ თავისით გადის. ზოგჯერ შესაძლოა სექსუალური ფუნქციის დარღვევა. ყოველთვის აცნობეთ ექიმს გვერდითი მოვლენების შესახებ.
ანტიდეპრესანტის სრული ეფექტის გამოვლენას სჭირდება 2-4 კვირა, ზოგჯერ 6-8 კვირაც. პირველ კვირებში შეიძლება გაუმჯობესდეს ძილი და მადა, ხოლო გუნება-განწყობის გაუმჯობესება მოგვიანებით მოხდება. მნიშვნელოვანია არ შეწყვიტოთ მიღება, თუ ეფექტი მაშინვე არ იგრძნობა.
დიახ, აბსოლუტურად. სამედიცინო კონფიდენციალობა კანონით არის დაცული. ექიმს არ აქვს უფლება თქვენი თანხმობის გარეშე ვინმეს მისცეს ინფორმაცია თქვენი ვიზიტის ან დიაგნოზის შესახებ – არც ოჯახს, არც დამსაქმებელს. გამონაკლისია მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციები.
არა, თუ თავად არ უთხრათ. კერძო კლინიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. საავადმყოფო ფურცელზე შეგიძლიათ მოითხოვოთ ზოგადი ჩანაწერი დიაგნოზის დაკონკრეტების გარეშე. დამსაქმებელს არ აქვს წვდომა თქვენს სამედიცინო ისტორიაზე.
უძილობა და დეპრესია მჭიდროდ არის დაკავშირებული. დეპრესიის მქონე პაციენტების 75%-ს ძილის პრობლემები აქვს. ამავდროულად, ქრონიკულმა უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია. ძილის ნორმალიზება ხშირად მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობას.
მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი შეიძლება თავისით გაიაროს რამდენიმე თვეში, მაგრამ ეს სარისკოა. მკურნალობის გარეშე დეპრესია ხშირად ქრონიკული ხდება, მძიმდება ან ბრუნდება. პროფესიონალური დახმარებით გამოჯანმრთელება უფრო სწრაფი და სრულფასოვანია. პაციენტების 80% სრულად იკურნება.
ნებისმიერ ასაკში, საჭიროების შემთხვევაში. ბავშვთა ფსიქიატრი მუშაობს ჩვილებიდან მოზარდებამდე. მნიშვნელოვანია მიმართოთ, თუ ბავშვს აქვს: მძიმე ქცევითი პრობლემები, განვითარების შეფერხება, ძილის დარღვევები, სკოლაზე უარი, აგრესია ან თვითდაზიანება.
ჩვეულებრივი ნერვიულობა კონკრეტულ სიტუაციასთანაა დაკავშირებული და გადის. შფოთვითი აშლილობა კი ხასიათდება: მუდმივი, გადაჭარბებული წუხილით; ფიზიკური სიმპტომებით (კუნთების დაჭიმულობა, გულისცემა); ყოველდღიური ფუნქციონირების დარღვევით. თუ შფოთვა 6 თვეზე მეტ ხანს გრძელდება – მიმართეთ სპეციალისტს.
არა, კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს: თავბრუსხვევა, გრიპისმაგვარი სიმპტომები, უძილობა, შფოთვა და დეპრესიის დაბრუნება. მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, ექიმის მეთვალყურეობით, რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში.
ეს დამოკიდებულია პრობლემის სირთულეზე და თერაპიის ტიპზე. მოკლევადიანი თერაპია (მაგ. კოგნიტურ-ბიჰევიორული) ჩვეულებრივ 8-16 სესიას მოიცავს. უფრო ღრმა, პიროვნებაზე ორიენტირებული თერაპია შეიძლება წლებიც გაგრძელდეს. პირველივე სესიებიდან შესაძლებელია გარკვეული გაუმჯობესების შემჩნევა.