ბიპოლარული აშლილობა — სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

სამედიცინოდ განხილულიაგიორგი (გუგა) სიხარულიძე · ფსიქიატრი MD, PHD· ბოლო განახლება: 25 მაისი, 2026

ბიპოლარული აშლილობა (ადრე ცნობილი როგორც მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი) ქრონიკული ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება განწყობის ექსტრემალური ცვალებადობით — მანიაკალური (ან ჰიპომანიაკალური) და დეპრესიული ეპიზოდების მონაცვლეობით.

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 1-2% აწუხებს ბიპოლარული აშლილობა. მდგომარეობა ჩვეულებრივ 15-25 წლის ასაკში ვლინდება და სწორი დიაგნოზის დასმას საშუალოდ 5-10 წელი სჭირდება.

ბიპოლარული აშლილობის ტიპები

ბიპოლარული აშლილობა I ტიპი — ხასიათდება სრული მანიაკალური ეპიზოდებით, რომლებიც მინიმუმ 7 დღე გრძელდება.

ბიპოლარული აშლილობა II ტიპი — ხასიათდება ჰიპომანიაკალური ეპიზოდებით და მძიმე დეპრესიული ეპიზოდებით. ხშირად არასწორად დიაგნოსტირდება როგორც დეპრესია.

ციკლოთიმია — ქრონიკული მდგომარეობა უფრო მსუბუქი განწყობის რყევებით.

მანიაკალური ეპიზოდის სიმპტომები

განწყობის ანორმალური აწევა — ეიფორია ან გაღიზიანებულობა

ენერგიისა და აქტივობის მკვეთრი ზრდა

ძილის მოთხოვნილების შემცირება

მეტყველების აჩქარება, „აზრების ნაკადი"

გრანდიოზული იდეები

იმპულსური ქცევა — გაუაზრებელი ხარჯვა, რისკიანი ქცევა

დეპრესიული ეპიზოდის სიმპტომები

მუდმივი სევდა, სიცარიელის შეგრძნება

ინტერესისა და სიამოვნების დაკარგვა

ენერგიის მკვეთრი დაქვეითება

ძილის დარღვევა

აპეტიტისა და წონის ცვლილებები

უიმედობა, დანაშაულის გრძნობა

კონცენტრაციის სირთულე

მნიშვნელოვანი: თუ თქვენ ან თქვენმა ახლობელმა სუიციდური აზრები გამოთქვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს.

რატომ არის სწორი დიაგნოზი კრიტიკული?

ანტიდეპრესანტების დანიშვნა მუდის სტაბილიზატორის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს მანიაკალური ეპიზოდი. სწორედ ამიტომ, გამოცდილი ფსიქიატრის მიერ სრული შეფასება აუცილებელია.

ბიპოლარული აშლილობის მკურნალობა

მედიკამენტური თერაპია

მუდის სტაბილიზატორები — ლითიუმი, ვალპროატი, ლამოტრიგინი

ატიპიური ანტიფსიქოტიკები — კვეტიაპინი, ოლანზაპინი, არიპიპრაზოლი

ანტიდეპრესანტები — მხოლოდ მუდის სტაბილიზატორთან კომბინაციით

ფსიქოთერაპია

ფსიქოთერაპია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შედეგებს:

ფსიქოედუკაცია — დაავადების გაცნობიერება, ტრიგერების ამოცნობა

CBT — დეპრესიული ეპიზოდებისა და შფოთვის მართვა

ინტერპერსონალური და სოციალური რიტმების თერაპია

ოჯახის თერაპია

ცხოვრების წესის მართვა

ძილის რეგულარობა

სტრესის მართვა

ალკოჰოლისა და ნარკოტიკების თავიდან აცილება

განწყობის დღიური

როდის მივმართოთ სპეციალისტს?

განიცდით განწყობის ექსტრემალურ რყევებს

ძილის მოთხოვნილება მკვეთრად მცირდება

დეპრესიის მკურნალობა ანტიდეპრესანტებით არაეფექტურია

იმპულსური ქცევა პრობლემებს იწვევს

ოჯახში არის ბიპოლარული აშლილობის ისტორია

კონსულტაციაზე ჩაწერა

ტელეფონი: +995 32 2 440 550

მისამართი: თოგო გუდავას ქუჩა, თბილისი

ცენტრი: GSMRC — გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი

დაგვირეკეთ