დეპრესია
დეპრესია
სამედიცინოდ განხილულიაგიორგი (გუგა) სიხარულიძე · ფსიქიატრი MD, PHD· ბოლო განახლება: 8 ივლისი, 2026
დეპრესია
რა არის დეპრესია?
დეპრესია გუნება-განწყობის დარღვევაა და ამ დროს ადამიანს ეუფლება დაუძლეველი სიცარიელის, სევდის, უიმედობის და უინტერესობის განცდა. გარემოს ნეგატიური ელფერი ეძლევა, ყოველდღიური აქტივობები გაუსაძლისად რთულდება, ჩვეული ინტერესები მცირდება, ადამიანებთან კონტაქტის სურვილი ქრება. დადებითი ემოციებისა და ბედნიერების განცდის უნარი იკარგება.
დეპრესიის ნიშნებია:
გახანგრძლივებული სევდა და უიმედობა
დაქვეითებული გუნება-განწყობა
ანჰედონია ანუ სიამოვნების მიღების უნარის დაქვეითება
ინტერესების დაქვეითება
ენერგიის დაქვეითება
ინსომნია ან ჰიპერსომნია
საუბრის ტემპის შენელება
ჰიგიენის დაცვის სირთულე
კონცენტრაციის დაქვეითება
თვითშეფასების დაქვეითება
თვითრწმენის დაქვეითება
თვითკრიტიკული აზრები
ჭარბი ცრემლიანობა
სუიციდური აზრები
შრომისუნარიანობის დაქვეითება
ფსიქომოტორული შენელება
წონის ცვლილება მადის ცვლილების ფონზე (მატება,კლება)
გლოვა ახლობელი ადამიანის დაკარგვისას, სევდა განქორწინებისას ან სხვა ცხოვრებისეული სირთულეებისას სავსებით ნორმალურია. დეპრესია არ არის უბრალოდ სევდა ან ცუდი ხასიათი, მისი სიმპტომები არღვევს ცხოვრების ყველა ასპექტს, ყოველდღიური ფუნქციონირება ხდება გაუსაძლისად რთული.
დეპრესია მრავალნაირი ფორმით ვლინდება, გამოვყოთ რამდენიმე ტიპს, რომელთა შორის დიდი დეპრესიული ეპიზოდი, ანუ კლინიკური დეპრესია ყველაზე ხშირად დიაგნოსტირდება.
დეპრესიის ძირითადი ტიპები:
დიდი დეპრესიული ეპიზოდი ( MDD )
დიდი დეპრესიული ეპიზოდი ანუ “კლინიკური დეპრესია” მძიმე ფსიქიკური დაავადებაა. დიაგნოსტირებისათვის საჭიროა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან დროში გახანგრძლივებულად გამოიხატებოდეს ხუთი ან მეტი ნიშანი, იწვევდეს ადამიანის ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან დაქვეითებას, ემოციურ დისბალანსსა და ფსიქოსოციალურ დისტრესს. [2]
სეზონური აფექტური აშლილობა ( SAD )
გუნება-განწყობის ამ დარღვევას სეზონური პატერნი აქვს. სიმპტომები ვლინდება ზამთარში, ტემპერატურის ვარდნისას და მზის სინათლის შემცირებისას.
დისთიმია
დისთიმია უწყვეტი მიმდინარეობის, ქრონიკული აფექტური აშლილობაა. ხშირად მას ადამიანის ხასიათობრივ თავისებურებას მიაკუთვნებენ და წლების განმავლობაში დიაგნოსტირება არ ხდება. ამ შემთხვევაში გამოხატული დეპრესიული სიმპტომატიკა დიდ დეპრესიულ ეპიზოდთან შედარებით მსუბუქია.
პოსტპარტუმ ანუ მშობიარობის შემდგომი დეპრესია
მშობიარობის შემდგომ გამოხატულ დეპრესიულ სიმპტომატიკას, რომელიც ამოიწურება არა უგვიანეს 2 კვირის ეწოდება “Baby blues”. თუ სიმპტომები დროში ხანგრძლივდება და მწვავდება, ამ შემთხვევაში ეჭვი ჩნდება პოსტსამშობიარო დეპრესიაზეა. სტატისტიკურად შვიდიდან ერთი ქალი განიცდის მშობიარობის შემდგომ დეპრესიას. [1]
ბიპოლარული აშლილობა
ბიპოლარული აშლილობის ერთერთი ფაზა არის დეპრესია. ამ დროს ადამიანი განიცდის გუნებ-განწყობის უკიდურესად პოლარიზებულ, ურთერთსაპირისპირო მდგომარეობებს-დეპრესიას და მანიას/ჰიპომანიას, მათ შორის ინტერვალებში კი სრულ რემისიას (ნორმას). ბიპოლარობა არ ნიშნავს დღის მანძილზე გუნებ-განწყობის ხშირ ცვლილებას, არამედ ხანგრძლივი დეპრესიული ან მანიის ეპიზოდების ცვალებადობას, მათი უწყევტი შენაცვლებით ან მათ შორის რემისიული პერიოდით.
რამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია?
ბიოლოგიური ფაქტორები. ცვლილებები თავის ტვინში, ნეიროტრანსმიტერების აქტივობაში
გენეტიკა. ოჯახის წევრებში დეპრესიის არსებობა
სტრესი და ტრავმები. მძიმე ცხოვრებისეული მოვლენები
ჰორმონალური დისბალანსი
სხვა ფსიქიკური და ფიზიკური დაავადებები
დეპრესიის რისკ ფაქტორები
პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა დაბალი თვითშეფასება, დამოუკიდებლობის სირთულე, თვითკრიტიკულობა, პესიმიზმი
ტრავმული და სტრესული ფაქტორები, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა, ფინანსური პრობლემები, რთული ურთიერთობები, ახლობლის გარდაცვალება
ნათესავები, რომლებსაც აქვთ გუნება-განწყობის ან სხვა ფსიქიკური აშლილობები
სხვა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა წარსულში
ალკოჰოლის, ნარკოტიკების (მათ შორის რეკრეაციული გამოყენებისას) მოხმარება
ქრონიკული დაავადებები, სიმსივნეები, შეზღუდული უნარები...
მედიკამენტები, რომლებიც იწვევს დეპრესიულ სიმპტომატიკას
განწყობის და ხალისის დროებითი ცვალებადობა ყველას გამოუცდია, რაც სავსებით ნორმალურია. მაგრამ, დეპრესია არ არის მხოლოდ სევდის განცდა და გუნება-განწყობის დაქვეითება. მისი სიმპტომები მუდმივია და მნიშვნელოვნად არღვევს ჩვეულ ფუნქციონირებას, ადამიანის ფიქრებსა და ქცევას. ყოველდღიური მოქმედებები ხდება რთული, ქვეითდება ენერგია, ინტერესი, ხალისი, შრომისა და სწავლის უნარი...
თუ თვლით, რომ დეპრესიული სიმპტომები დროთა განმავლობაში არ შემსუბუქდა არამედ გაუარესდა და არღვევს თქვენს კეთილდღეობას მიმართეთ სპეციალისტს რათა მიიღოთ საჭირო დახმარება- ფსიქოთერაპიული, მედიკამენტური ან კომბინირებული.
როგორ ხდება დეპრესიის მკურნალობა?
დეპრესიის მკურნალობისთვის ეფექტურია ფსიქოთერაპია და მედიკამენტები.
იხილეთ ასევე
იხილეთ ასევე
→ მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა
წყაროები
1. Liu X, Wang S, Wang G. Prevalence and Risk Factors of Postpartum Depression in Women: A Systematic Review and Meta-analysis. J Clin Nurs. 2021;31(19–20):2665–2677. doi:10.1111/jocn.16121
2. American Psychiatric Association. Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th ed, Text Revision (DSM-5-TR). Washington, DC: APA; 2022.
ხშირად დასმული კითხვები
დაკავშირებული
მდგომარეობები
- ბიპოლარული აშლილობა — სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობაბიპოლარული აშლილობის სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა თბილისში. განწყობის სტაბილიზაცია, ფსიქოთერაპია და დღის სტაციონარი GSMRC-ში.
- შფოთვითი აშლილობა — სიმპტომები, მიზეზები და თანამედროვე მკურნალობაშფოთვითი აშლილობის გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და თანამედროვე მკურნალობის მეთოდები. ფსიქიატრი თბილისში — GSMRC.
- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობაგენერალიზებული შფოთვის სიმპტომები და მკურნალობა თბილისში. ფსიქოთერაპია და მედიკამენტური მკურნალობა GSMRC-ში.
- ემოციური გადაწვის სინდრომიპროფესიული გადაწვის (ბერნაუტის) სიმპტომები და მკურნალობა. ფსიქოთერაპია და რეაბილიტაცია GSMRC-ში.
