დღის ცენტრი
დღის ცენტრი
სამედიცინო რეცენზენტიგიორგი (გუგა) სიხარულიძე · MD, PhD — ფსიქიატრი · პროფესორი · კლინიკური მკვლევარიგანახლებულია:
რა არის დღის ცენტრი?
დღის ცენტრი (დღის სტაციონარი) წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ, მაღალეფექტურ და კომპლექსურ მკურნალობის მოდელს, რომელიც პაციენტს სასტუმროს ტიპის, ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში სთავაზობს ინტენსიურ თერაპიულ პროგრამას.
პაციენტი ცენტრში იმყოფება მხოლოდ დღის განმავლობაში, ხოლო საღამოობით უბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ გარემოს.
მომსახურების ფარგლებში ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიიღოს სიღრმისეული, მრავალმხრივი და სრულფასოვანი მკურნალობის კურსი კომფორტულ, სტრუქტურირებულ და მხარდაჭერით გარემოში, ისე რომ არ მოწყვიტოს მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და სოციალური ფუნქციონირების ჩვეულ რეჟიმს.
სერვისები, რომელსაც დღის ცენტრი გთავაზობთ :
მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობა: ფსიქიატრები, კლინიკური ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები
ყოველდღიური კონსულტაციები ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან: დინამიური მონიტორინგი და მკურნალობის მართვა.
ფსიქიკური ფუნქციების და ხასიათის კვლევა: საერთაშორისო ინსტრუმენტებისა და კლინიკური ინტერვიუს საფუძველზე.
ოჯახის წევრების საგანმანათლებლო შეხვედრები: (მხოლოდ პაციენტის თანმხობით)
გაფართოებული კონსილიუმები: სპეციალისტების ერთობლივი შეხვედრა და განხილვა პროფ. გუგა სიხარულიძის მონაწილეობით
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია:
თვალის დესენსიტივაციისა და რეპროცესირების თერაპია (EMDR)
დღის ცენტრში დაგხვდებათ :
ჩვენი მიზნები
ჩვენი მიზანია არა მხოლოდ სიმპტომების და დაავადებების მკურნალობა, არამედ ადამიანის ცხოვრების წესის, მისწრაფებების, მიზნების და სურვილების გათვალისწინება და პიროვნების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის აღდგენა.
კლინიკა ორიენტირებულია საერთაშირისო, უმაღლესი სტანდარტების, უსაფრთხო და კომფორტულ მკურნალობაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ თითქმის არ ვიყენებთ იმ მედიკამენტებს რომლებსაც დამოკიდებულების გამომწვევა შეუძლიათ
ვისთვის არის განკუთვნილი დღის ცენტრის სერვისი ?
დღის ცენტრის სერვისის საჭიროება ჩნდება შემდეგ შემთხვევებში:
ფსიქოზური რეგისტრის პრობლემის პირველადი ეპიზოდი ან მისი გამწვავება;
წარსულში რეზისტენტული და არაეფექტური მკურნალობის გამოცდილება;
მედიკამენტების შიში ან მათი “აუტანლობა”;
ორი ან მეტი ფსიქიკური პრობლემის თანაარსებობა;
დამოკიდებულებები (ალკოჰოლი, ნარკოტიკი, მარიხუანა, ფსიქოტროპული მედიკამენტები);
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება.
კომფორტული და უსაფრთხო გარემო;
ინდივიდზე მორგებული მკურნალობის კურსი
პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი https://mentalclinic.ge/about/
თანამედროვე მიდგომები და მკურნალობის მეთოდები https://mentalclinic.ge/treatment-methods/
ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის იდეალური გარემო https://mentalclinic.ge/image-gallery/
ჩვენს დღის ცენტრის ვიდეორგოლში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია სერვისის ტავისებურებების და უპირატესობების შესახებ.
https://www.youtube.com/watch?v=a6TvUhDM3iQ
https://youtu.be/a6TvUhDM3iQ
პრაქტიკული ბროშურები:
იხილეთ ასევე
→ დეპრესიის სიმპტომები და მკურნალობა
იხილეთ ასევე
ხშირად დასმული კითხვები
დღის ცენტრი (დღის სტაციონარი) საერთაშორისოდ აღიარებული, მაღალეფექტური და კომპლექსური მკურნალობის მოდელია, რომელიც ინტენსიურ თერაპიულ პროგრამას სთავაზობს კომფორტულ, ოჯახურ გარემოში. პაციენტი ცენტრში მხოლოდ დღის განმავლობაში იმყოფება და საღამოს სახლში ბრუნდება — ყოველდღიური ცხოვრების შეუწყვეტლად.
დღის ცენტრი მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობას (ფსიქიატრი, კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი), ყოველდღიურ კონსულტაციებს, ფსიქიკური ფუნქციების კვლევას, ფსიქოთერაპიას (CBT, ეკლექტური, გეშტალტ), ჯგუფურ და არტ თერაპიას, ფსიქოგანათლებას, ოჯახის საგანმანათლებლო შეხვედრებსა და EMDR-ს.
დღის ცენტრი განკუთვნილია ფსიქოზური რეგისტრის პრობლემის პირველადი ეპიზოდის ან გამწვავების, წარსულში რეზისტენტული მკურნალობის, მედიკამენტების შიშის ან აუტანლობის, ორი ან მეტი ფსიქიკური პრობლემის თანაარსებობის, დამოკიდებულებების (ალკოჰოლი, ნარკოტიკი, მარიხუანა) და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების დროს.
განსხვავებით ჰოსპიტალიზაციისგან, დღის ცენტრში პაციენტი იღებს ინტენსიურ, მრავალმხრივ მკურნალობას, მაგრამ ინარჩუნებს ჩვეულ ცხოვრებასა და სოციალურ ფუნქციონირებას — საღამოს სახლში ბრუნდება. კლინიკა თითქმის არ იყენებს დამოკიდებულების გამომწვევ მედიკამენტებს.
