EMDR თერაპია
EMDR თერაპია
სამედიცინო რეცენზენტიგიორგი (გუგა) სიხარულიძე · MD, PhD — ფსიქიატრი · პროფესორი · კლინიკური მკვლევარიგანახლებულია:
EMDR (თვალის დესენსიტიზაციისა და რეპროცესირების მეთოდი) პოსტტრავმული სტრესული აშლილობის და პოსტტრავმული სტრესისგან გამოწვეული პრობლემების ერთ-ერთი ეფექტური, საერთაშორისოდ რეკომენდებული მკურნალობის მეთოდია.აღნიშნული ფსიქოთერაპიული მეთოდი პირველად საქართველოში, 2015 წელს, დაინერგა ჰოლანდიელი სპეციალისტების (Walther Van Lieshout, Rianneke van der Gaag) დახმარებით, „სტრესის მართვისა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის“ ბაზაზე. სწავლება განხორციელდა ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე მოხდა მეთოდის ათვისება. შემდგომ ეტაპზე კი მოხდა კლინიკის სპეციალისტების მიერ ჩატარებული თერაპიების ანალიზი და პროცესის ეფექტურობის შეფასება.EMDR თერაპიის სასწავლო სესიებზე ათვისებული დეტალური პროტოკოლებისა და პროცედურების გამოყენებით, EMDR თერაპია დანერგვის დღიდან აქტიურად გამოიყენება ცენტრში პოსტტრავმული სტრესული აშლილობების სამკურნალოდ.მეთოდის უპირატესობებს წარმოადგენს სწრაფი შედეგი. ეს ხდება რადგან თერაპიული მუშაობის ხანგრძლივობა მოიცავს 4-6 სეანსს და მისი მაღალეფექტურობა. ცენტრში თერაპია ტარდება შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით (EMDR Kit 2_2017). ასევე, აღნიშნული ინსტრუმენტი მკვეთრად ზრდის თერაპიის კომფორტულობასა და ეფექტურობას.
კვლევები მიუთითებს, რომ EMDR თერაპიის გამოყენებით ადამიანებს შეუძლიათ დროის ხანმოკლე პერიოდში მიიღონ იგივე სარგებელი, რასაც ფსიქოთერაპია იძლევა გრძელვადიანი მუშაობის შედეგად. გავრცელებულია ვარაუდი, რომ მძიმე ემოციური ტკივილის განკურნებას დიდი დრო სჭირდება. თუმცა EMDR თერაპია აჩვენებს, რომ გონებას რეალურად შეუძლია განკურნოს ფსიქოლოგიური ტრავმა. ეს ხდება ისევე როგორც სხეული აღდგება ფიზიკური ტრამვისგან.
EMDR თერაპიის დროს კლიენტი თვალს ადევნებს ემოციურად შემაშფოთებელ სტიმულებს იმისთვის რომ შეძლოს საკუთარი სტრესული გამოცდილებების ხელახლა განცდა, მათი გაანალიზება და შფოთვის ხარისხის შემცირება.
EMDR თერაპიით წარმატებული მკურნალობის შემდეგ იხსნება აფექტური დისტრესი, ნეგატიური რწმენების პოზიტიური წარმოდგენებით ჩანაცვლება ხდება და ფიზიოლოგიური აგზნება მცირდება.
იხილეთ ასევე
→ ფობიების მკურნალობა EMDR მეთოდით
დაკავშირებული თემები: პოსტტრავმული სტრესული აშლილობა · შფოთვა · ფსიქიატრის კონსულტაცია
წყარო: APA — EMDR თერაპია (PTSD).
ხშირად დასმული კითხვები
EMDR (თვალის დესენსიტიზაციისა და რეპროცესირების მეთოდი) პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და პოსტტრავმული სტრესისგან გამოწვეული პრობლემების ეფექტური, საერთაშორისოდ რეკომენდებული მკურნალობის მეთოდია. თერაპიისას კლიენტი თვალს ადევნებს ემოციურად შემაშფოთებელ სტიმულებს, რათა შეძლოს სტრესული გამოცდილების ხელახლა განცდა, გაანალიზება და შფოთვის შემცირება.
EMDR საქართველოში პირველად 2015 წელს, სწორედ ჩვენს ცენტრში დაინერგა ჰოლანდიელი სპეციალისტების (Walther Van Lieshout, Rianneke van der Gaag) დახმარებით. სწავლება ორ ეტაპად განხორციელდა და მეთოდი დანერგვის დღიდან აქტიურად გამოიყენება PTSD-ის სამკურნალოდ.
EMDR-ის მთავარი უპირატესობა სწრაფი შედეგია — თერაპია მოიცავს 4–6 სეანსს და მაღალეფექტურია. კვლევები აჩვენებს, რომ EMDR-ით ადამიანს ხანმოკლე პერიოდში შეუძლია მიიღოს იგივე სარგებელი, რასაც გრძელვადიანი ფსიქოთერაპია იძლევა. ცენტრში თერაპია ტარდება სპეციალური ინსტრუმენტით (EMDR Kit), რაც ზრდის კომფორტსა და ეფექტურობას.
EMDR ძირითადად გამოიყენება პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ტრავმული გამოცდილების სამკურნალოდ, ასევე ეფექტურია ფობიებთან და შფოთვის მართვასთან. წარმატებული მკურნალობის შემდეგ იხსნება აფექტური დისტრესი, ნეგატიური რწმენები იცვლება პოზიტიურით და მცირდება ფიზიოლოგიური აგზნება.
