სპეციფიკური ფობიები
სპეციფიკური ფობიები
სამედიცინო რეცენზენტიგიორგი (გუგა) სიხარულიძე · MD, PhD — ფსიქიატრი · პროფესორი · კლინიკური მკვლევარიგანახლებულია:
სპეციფიკური ფობიები
რა არის სპეციფიკური ფობიები?
სპეციფიური ფობია არის ირაციონალური პროპორციის შიში გარკვეული საგნების, ობიექტების ან სიტუაციების. ფობიის შინაარსი შესაძლებელია საზოგადოდ საფრთხედ იყოს აღქმული, ან არ წარმოადგენდეს რეალურ საშიშროებას და მხოლოდ პიროვნებისთვის იყოს საშიში. შიში და შფოთვა ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აზიანებს, ობიექტის წარმოდგენაზეც კი მწვავედ ვლინდება. ინდივიდი აცნობიერებს, რომ შიში გადამეტებულია, თუმცა ვერ ეწინააღმდეგება. ერიდება სიტუაციებს, ქცევას, ყველაფერს რამაც შეიძლება შიში გამოიწვიოს.
რა ტიპის სპეციფიკური ფობიებიები არსებობს?
ცხოველების
სიტუაციური ფობიები
ლიფტის, მატარებლის, თვითფრინავის...
ბუნებრივი კატასტროფების
მიწისძვრის, წყალდიდობის, ქარბორბალის...
ფიზიკურად დაზიანების
სისხლის,ინექციის,ჭრილობის...
აგორაფობია
გაშლილი სივრცის
კლაუსტროფობია
დახურული სივრცის
არ აქვს მნიშვნელობა რომელი ფობია აქვს ადამიანს, სიმპტომები შემდეგნაირად ვლინდება:
სპეციფიკური ფობიის არსებობისას ირაციონალური შიში ცხოვრების ხარისხის მნიშნელოვან დაქვეითებას ახდენს, ხდება მიზეზი კარჩაკეტილობის, იზოლაციის, გუნება-განწყობის, შრომისუნარიანობის დაქვეითების.
ინტენსიური შიში ან/და პანიკა – კონტაქტის დროს ან ტრიგერის წარმოდგენაზეც კი.
მიზანმიმართული თავის არიდება – ადამიანი ყველანაირად ცდილობს, არ შეხვდეს საშიშ ობიექტს, ამის გამო ვერ ასრულებს ყოველდღიურ საქმიანობებს
გაცნობიერებული შიში – მიუხედავად იმისა, რომ პირი აცნობიერებს შიშის გადაჭარბებულობას, ის მაინც ვერ აკონტროლებს მას.
შემაშინებელი ობიექტის არსებობისას შფოთვა ფიზიკურადაც გამოიხატება:
ოფლიანობა
ეპიგასტრული დისკომფორტი
გულის ცემის აჩქარება
პირის სიმშრალე
თავბრუსხვევა
ყელში ბურთის გაჭედვის შეგრძნება
სუნთქვის გართულების შეგრძნება
თავბრუსხვევა
რისკ ფაქტორები
სპეციფიკური ფობიების უფრო ხშირად პირველად ჩნდება ბავშვობასა და მოზარდობაში
გენეტიკური ფაქტორები, შფოთვითი აშლილობები თუ სხვა ფსიქიკური დაავადებები ნათესავებში
პიროვნული ხასიათობრივი მახასიათებლები, შფოთვისკენ მიდრეკილება
ტრავმული გამოცდილება. მაგალითად მანქანის შიში ავტოავარიის შემდგომ
სხვისი ტრავმული გამოცდილების შესახებ შეტყობა. მაგალითად სხვისი ავტოავარიის შეტყობის შემდეგ დაწყებული ფობია.
გართულებები
სპეციფიკური ფობიის სათანადო მკურნალობის გარეშე ადამიანი ხშირად დიდიხნის განმავლობაში ახერხებს თავი აარიდოს გამომწვევ ფაქტორებს, თუმცა ვერ ცხოვრობს სრულფასოვნად, შიში არსად ქრება, შფოთვა მუდმივად ვლინდება.
სოციალური იზოლაცია. ყველანაირი ტრიგერისგან თავის არიდება მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს ადამიანის ყოველდღიურობაში. მაგალითად, ვერ ტოვებს სახლს, ვერ მიდის სამსახურში, მხოლოდ კონკრეტული გზებით ახერხებს სიარულს.
სპეციფიკური ფობიების მქონე ადამიანებს ხშირად დეპრესია და შფოთვითი აშლილობება უვითარდებათ
სტრესი მეტად მოწყვლადს ხდის ადამიანებს, რომ გახდეს გამოკიდებული ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე
როდის მივმართოთ სპეციალისტს?
ყველა ფობიას არ სჭირდება მკურნალობა. მაგრამ თუ კონკრეტული ფობია გავლენას ახდენს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ხელმისაწვდომია რამდენიმე სახის თერაპია, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ და დაამარცხოთ თქვენი შიშები — ხშირად სამუდამოდ.
როგორ ხდება სპეციფიკური ფობიის მკურნალობა?
კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT), რომელიც ეხმარება შიშთან გამკლავებაში.
ექსპოზიციური თერაპია – ფობიის დასაძლევად პაციენტის ეტაპობრივად შეგუება საშიშ ობიექტთან უსაფრთხო გარემოში.
მედიკამენტური დახმარება – სიმპტომების შემსუბუქებისთვის, თავის ტვინის ბიოქომიური ბალანსის აღდგენა .
იხილეთ ასევე
→ ფობიების კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია
წყარო: NIMH — სპეციფიკური ფობია.
ხშირად დასმული კითხვები
სპეციფიკური ფობია არის კონკრეტული საგნის, ობიექტის ან სიტუაციის ირაციონალური, გადაჭარბებული შიში. ადამიანი აცნობიერებს, რომ შიში გადამეტებულია, თუმცა ვერ ეწინააღმდეგება და ერიდება ყველაფერს, რამაც შეიძლება შიში გამოიწვიოს; ეს მნიშვნელოვნად აზიანებს ცხოვრების ხარისხს.
ფობიები მრავალგვარია — ცხოველების, სიტუაციური (ლიფტის, მატარებლის, თვითფრინავის), ბუნებრივი კატასტროფების, ფიზიკური დაზიანების (სისხლის, ინექციის, ჭრილობის) შიში, ასევე აგორაფობია (გაშლილი სივრცის შიში) და კლაუსტროფობია (დახურული სივრცის შიში).
ტრიგერთან შეხებისას ან მის წარმოდგენაზეც კი ვლინდება ინტენსიური შიში ან პანიკა, ხოლო ფიზიკურად — ოფლიანობა, ეპიგასტრული დისკომფორტი, გულის ცემის აჩქარება, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ყელში ბურთის გაჭედვისა და სუნთქვის გართულების შეგრძნება.
ეფექტური მკურნალობის მეთოდებია EMDR — დღეს ყველაზე ეფექტური მეთოდი ფობიების სამკურნალოდ, კლინიკაში 2017 წლიდან დანერგილი — კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) და ექსპოზიციური თერაპია (საშიშ ობიექტთან ეტაპობრივი, უსაფრთხო შეგუება). სიმპტომების შესამსუბუქებლად ინიშნება მედიკამენტური მხარდაჭერა.
დაკავშირებული
მდგომარეობები
- სოციალური შფოთვითი აშლილობასოციალური შფოთვის სიმპტომები და ეფექტური მკურნალობა. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია GSMRC-ში თბილისში.
- პანიკური აშლილობაპანიკური შეტევების მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები. პროფესიონალური დახმარება GSMRC-ში თბილისში.
- შფოთვითი აშლილობა — სიმპტომები, მიზეზები და თანამედროვე მკურნალობაშფოთვითი აშლილობის გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და თანამედროვე მკურნალობის მეთოდები. ფსიქიატრი თბილისში — GSMRC.
- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობაგენერალიზებული შფოთვის სიმპტომები და მკურნალობა თბილისში. ფსიქოთერაპია და მედიკამენტური მკურნალობა GSMRC-ში.
