მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა
სამედიცინოდ განხილულიაგიორგი (გუგა) სიხარულიძე · ფსიქიატრი MD, PHD· ბოლო განახლება: 24 მაისი, 2026
მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა
(Borderline Personality Disorder, BPD)
შესაძლო სიმპტომები:
მიტოვების ძლიერი შიში – შეიძლება მიმართონ უკიდურეს ზომებს იმისთვის, რომ არ დაშორდნენ ან არ მიატოვონ, თუნდაც ეს შიშები არარეალური იყოს.
არამდგრადი და ინტენსიური ურთიერთობების ფორმირება – შეიძლება ვინმეს ერთ მომენტში იდეალურად მიიჩნევდნენ, ხოლო მალევე თვლიდნენ, რომ ის გულგრილია ან სასტიკი.
თვითაღქმის სწრაფი ცვლილებები – შეიძლება ხშირად იცვლიდნენ მიზნებსა და ღირებულებებს ან გრძნობდნენ, რომ ცუდი ადამიანები არიან, ან საერთოდ არ არსებობენ.
სტრესთან დაკავშირებული პარანოია და რეალობის დაკარგვა – ეს პერიოდები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე.
იმპულსური და რისკიანი ქცევები – მაგ., აზარტული თამაშები, საფრთხისშემცველი მართვა, დაუცველი სექსი, უკონტროლო ხარჯვა, საკვების გადამეტებული მიღება, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, ან წარმატების მიტოვება (მაგალითად, მოულოდნელად სამსახურის დატოვება ან ჯანსაღი ურთიერთობის დასრულება).
თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის მუქარა – ხშირად გამოხატულია მიტოვების ან უარყოფის შიშზე რეაგირებისას.
თვითდაზიანება და სუიციდური ქცევები - თვითდაზიანება (მაგალითად, ხელზე კანის დაზიანება) ან სუიციდური ფიქრები და ქცევები, რომლებიც შესაძლოა ემოციური ტკივილის დასაძლევად შესრულდეს.
განწყობის მკვეთრი ცვლილებები – შეიძლება შეიცვალოს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. მოიცავს ინტენსიურ სიხარულს, გაღიზიანებადობას, შფოთვას ან სირცხვილის განცდას.
მუდმივი სიცარიელის შეგრძნება.- შინაგანი სიცარიელის და უიმედობის მუდმივი შეგრძნება, რაც ხშირად ხდება დეპრესიის ან შფოთვის საფუძველი.
არაპროპორციული, ძლიერი სიბრაზე – ხშირად გულისხმობს ხშირ გაბრაზებას, სარკაზმს, გაბოროტებულობას ან ფიზიკურ ჩხუბს.
შესაძლო გამომწვევი ფაქტორები:
გენეტიკა – კვლევები მიანიშნებს, რომ პიროვნული აშლილობები შეიძლება გადაეცეს გენეტიკურად ან მჭიდროდ უკავშირდებოდეს სხვა ფსიქიკურ მდგომარეობებს ოჯახის წევრებში.
თავის ტვინში ცვლილებები – კვლევებმა აჩვენა, რომ თავის ტვინის გარკვეულ უბნებში ცვლილებები ემოციებზე, იმპულსურობაზე და აგრესიაზე მოქმედებს.
შესაძლო გართულებები:
სამუშაოს ხშირი ცვლილება ან დაკარგვა
განათლების შეწყვეტა
იურიდიული პრობლემები (მაგალითად, ციხეში მოხვედრა)
დაძაბული ურთიერთობები, ქორწინების კრიზისი ან განქორწინება
თვითდაზიანება (მაგ., თავის დაჭრა ან დაწვა) და ხშირი ჰოსპიტალიზაცია
ძალადობრივი ურთიერთობები
გაუთვალისწინებელი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ავტოსაგზაო შემთხვევები და ფიზიკური ჩხუბი იმპულსური ქცევის გამო
თვითმკვლელობის მცდელობა ან სუიციდი
დეპრესია
ალკოჰოლისა და სხვა ნივთიერებების ბოროტად გამოყენება
შფოთვითი აშლილობები
კვების დარღვევები
ბიპოლარული აშლილობა
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD)
ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD)
სხვა პიროვნული აშლილობები
მკურნალობის შესაძლო მეთოდები:
დიალექტიკური ქცევითი თერაპია (DBT): სპეციალურად BPD-ის მქონე პირებისთვის შექმნილი მეთოდი, რომელიც ასწავლის ემოციების რეგულაციას და ქცევის კონტროლს.
კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT): მიზნად ისახავს უარყოფითი აზრების შეცვლას და ქცევების გაუმჯობესებას.
ანტიდეპრესანტები, სტაბილიზატორები ან ანტიფსიქოზური პრეპარატები, რომლებიც სიმპტომების მართვაში ეხმარება, ფსიქიატრის მიერ ინდივიდუალურად შეირჩევა.
სოციალური მხარდაჭერა:
ოჯახის წევრებისა და მეგობრების ჩართულობა.
მხარდაჭერის ჯგუფები, სადაც BPD-ის მქონე პირები აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.
ოჯახის წევრებისა და მეგობრების ჩართულობა.
მხარდაჭერის ჯგუფები, სადაც BPD-ის მქონე პირები აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.
ჰოსპიტალიზაცია
კომპლექსური მკურნალობის მეთოდი
მკურნალობა დროს მოითხოვს!
რა უნდა გააკეთოთ ექიმთან ვიზიტის წინ:
ვიზიტამდე, მოამზადეთ სია, სადაც მიუთითებთ:
ყველა სიმპტომს, რომელსაც განიცდით ან თქვენს ახლობლებს შეუნიშნავთ და რამდენი ხანია რაც გამოვლენილია.
მნიშვნელოვან პირად ინფორმაციას, მათ შორის წარსულში გადატანილ ტრავმებს ან მიმდინარე სტრესულ ფაქტორებს.
თქვენს სამედიცინო ისტორიას, მათ შორის სხვა ფიზიკურ ან ფსიქიკურ დაავადებებს.
ყველა მედიკამენტს, რომელსაც იღებთ – მათ შორის რეცეპტით გამოწერილ პრეპარატებს, ურეცეპტო მედიკამენტებს, ვიტამინებს და სხვა დანამატებს, ასევე მათ დოზებს.
კითხვებს, რომელთა დასმაც გსურთ ექიმთან, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ კონსულტაციიდან.
იხილეთ ასევე