ანა ქემოკლიძე

ფსიქოთერაპევტი

ანა ქემოკლიძე

სამედიცინოდ განხილულიაანა ქემოკლიძე · ფსიქოთერაპევტი· ბოლო განახლება: 13 აგვისტო, 2026

ანა ქემოკლიძე არის ფსიქოთერაპევტი, ტრენერი და მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი, რომელსაც აქვს 9 წელზე მეტი გამოცდილება ამ სფეროში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს გეშტალტფსიქოთერაპიას, DBT თერაპიას, სარეაბილიტაციო პროგრამების წარმართვას, არტთერაპის სასწავლო პროგრამის შექმნასა და სწავლებას, ასევეატრენინგების განხორციელებას, ხოლო მუშაობის გამოცდილება მას აქვს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და საგანმანათლებლო სექტორში. ამჟამად ის მუშაობს ფსიქოთერაპევტად გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში (2026-დან დღემდე), სადაც ატარებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიულ სესიებს მოზრდილ კლიენტებთან, იყენებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს და მონაწილეობს მრავალდისციპლინური გუნდის მუშაობაში. 2025-2026 წლებში მან დააარსა და მართავდა საკუთარ კერძო პრაქტიკას „სელფი", სადაც ჩამოაყალიბა არტთერაპიის 3-თვიანი ინტენსიური სასწავლო კურსი და წარმატებით განახორციელა 5 დამოუკიდებელი სასწავლო პროექტი 100-ზე მეტი მსმენელისთვის.

მანამდე, 2021-2026 წლებში, ანა მუშაობდა ფსიქოლოგად დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, სადაც აფასებდა ბენეფიციართა რისკებსა და საჭიროებებს სტანდარტიზებული ინსტრუმენტებით და უწევდა ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიულ და ფსიქო-სარეაბილიტაციო მომსახურებას. 2019-2021 წლებში მუშაობდა კერძო ბაღების ქსელ „ფემილიში" როგორც ფსიქოლოგი, ტრენერი და შემდგომ ფილიალის მენეჯერი, ხოლო 2018-2019 წლებში - ტრენერად სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციაში. მისი კარიერა დაიწყო 2019 წელს სტაჟიორ ფსიქოლოგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სადაც ატარებდა პერსონალის ფსიქოლოგიურ შეფასებას და მონაწილეობდა სამხედრო პირებისთვის განკუთვნილ თერაპიულ შეხვედრებში.

განათლების კუთხით, ანამ მაგისტრის ხარისხი გამოყენებით ფსიქოლოგიაში მიიღო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) 2020-2022 წლებში, ხოლო ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2019 წლებში. მას ასევე გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სერტიფიცირებული კურსი, მათ შორის DBT-ზე დაფუძნებული უნარების გაძლიერება ევროპის საბჭოსგან (2025), შშმ პირთა კომუნიკაციისა და ქცევის ეტიკეტი (2025), კომპეტენციების ჩარჩო ზრდასრულთა განმანათლებლებისთვის (2023), კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა რეაბილიტაცია (2022), რელაფსის პრევენცია (2021) და სხვა.

მისი პროფესიული უნარები მოიცავს კლინიკურ/თერაპიულ კომპეტენციებს - ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას, არტთერაპიას, DBT/CBT მიდგომებს, რისკის შეფასებას და სარეაბილიტაციო პროგრამებს- ასევე ორგანიზაციულ/სასწავლო უნარებს, როგორიცაა ტრენინგების ფასილიტაცია, სასწავლო პროგრამების შემუშავება, სუპერვიზია, გუნდური მართვა და პროექტის მართვა.

კვალიფიკაცია და კომპეტენცია

კვალიფიკაცია
ფსიქოთერაპევტი
გამოცდილება
8 წელი

განათლება და საერთაშორისო კვალიფიკაცია

  1. გამოყენებითი ფსიქოლოგიის მაგისტრი

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) · საქართველო · 2020

  2. ბაკალავრი ფსიქოლოგიაში

    ი.ჯავახიშვილის სახელობის ღბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი · საქართველო · 2015

სერტიფიკატები და კლინიკური ტრენინგები

  • დიალექტურ ქცევით თერაპიაზე დაფუძნებული უნარების გაძლიერება

    ევროპის საბჭო · 2025

  • შშმ პირთა კომუნიკაციისა და ქცევის ეტიკეტი

    საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი · 2025

  • კომპეტენციების ჩარჩო ზრდასრულთა განმანათლებლებისთვის

    GAEN · 2023

  • კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა რეაბილიტაცია

    წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური ცენტრი · 2022

  • რელაფსის პრევენცია

    გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში · 2021

  • ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგია

    ინოვაციური ტრენინგ ცენტრი · 2019

  • PR სტრატეგია, ეფექტური კომუნიკაცია

    რეგიონალური განვითარების ფონდი · 2015

სტრატეგიული გამოცდილება და ლიდერობა

  1. ფსიქოთერაპევტი

    გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი · 2026–დღემდე

  2. ფსიქოთერაპევტი, ტრენერი, დამფუძნებელი

    სელფი (კერძო პრაქტიკა) · 2025–2026

  3. ფსიქოლოგი

    დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო · 2021–2026

  4. ფსიქოლოგი, ტრენერი, ფილიალის მენეჯერი

    კერძო ბაღების ქსელი "ფემილი" · 2019–2021

  5. ტრენერი

    სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია · 2018–2019

  6. სტაჟიორი ფსიქოლოგი

    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო · 2019–2019

დაგვირეკეთ