განსხვავება ფსიქიატრს, ნევროლოგსა და ფსიქოლოგს შორისს

განსხვავება ფსიქიატრს, ნევროლოგსა და ფსიქოლოგს შორისს

სამედიცინო რეცენზენტიგიორგი (გუგა) სიხარულიძე · MD, PhD — ფსიქიატრი · პროფესორი · კლინიკური მკვლევარიგანახლებულია:

ფსიქიატრი ექიმია, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობებს აფასებს და მკურნალობს, მათ შორის მედიკამენტებით. კლინიკური ფსიქოლოგი იყენებს ფსიქოლოგიურ შეფასებასა და შესაბამის ფსიქოთერაპიულ მიდგომებს. ნევროლოგი ექიმია, რომელიც თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და ნერვების დაავადებებს აფასებს და მკურნალობს. მათი საქმიანობა ზოგჯერ იკვეთება და დახმარების გეგმა შეიძლება რამდენიმე სპეციალისტის თანამშრომლობას მოიცავდეს.

განსხვავებულია მათი მკურნალობის ინსტრუმენტები და ხშირად  თეორიული ორიენტაციაც.

ბლოგში გაეცნობით მოკლე დეტალებს არსებული კითხვების შესახებ.

ფსიქიატრის როლი

ფსიქიატრია სამედიცინო დარგია. ის შეისწავლის ფსიქიკური დაავადების წარმოშობის მიზეზებს, განვითარებას და მკურნალობის მეთოდებს.

ფსიქიატრი ჩივილების და ობიექტური მონაცემების საფუძველზე იდენტიფიცირებას უკეთებს, სიმპტომებს, როგორიც არის შფოთვა, დეპრესია, აკვიატება, პარანოია და ა.შ.

შემდგომ ეტაპზე ხდება დიაგნოზის დასმა, რათა უფრო კარგად მოხდეს მკურნალობის გრძელვადიანი დაგეგმარება.

საჭიროების მიხედვით, ფსიქიატრი მკურნალობისთვის იყენებს მედიკამენტების შემდეგ ჯგუფებს:

ანტიდეპრესანტები

ანქსიოლიზური (შფოთვის დამწევი პრეპარატები)

საძილე საშუალებები

გუნებ-განწყობის სტაბილიზატორები

ანტიფსიქოზური მედიკამენტები

ფსიქოლოგის/კლინიკური ფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის კომპეტენციები:

კლინიკური ფსიქოლოგი, საკუთარი მომზადებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს ფსიქიკური დარღვევების იდენტიფიცირებაში, მათ ფსიქოლოგიურ შეფასებასა და მკურნალობაში; საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოზის დასმის პროცესში თანამშრომლობს ფსიქიატრთან.

ფსიქოთერაპევტი მომზადებულია ერთ ან რამდენიმე ფსიქოთერაპიულ მიმართულებაში. ფსიქოთერაპიული დახმარების გაწევა შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებასა და კომპეტენციას მოითხოვს. ფსიქოთერაპია შეიძლება სხვადასხვა პროფესიული მომზადების მქონე, სათანადოდ კვალიფიციურმა სპეციალისტმა ჩაატაროს.

ფსიქოთერაპიული მიდგომები მოიცავს კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიას (CBT), თვალის მოძრაობით დესენსიტიზაციასა და რეპროცესირებას (EMDR), ფსიქოანალიზსა და გეშტალტთერაპიას. კონკრეტული მიდგომის შერჩევა დამოკიდებულია ადამიანის მდგომარეობაზე, საჭიროებებსა და პრეფერენციებზე, ასევე სპეციალისტის შესაბამის მომზადებაზე.

კლინიკური ფსიქოლოგი ხშირად მუშაობს ემოციურ და ფსიქოლოგიურ საკითხებზე, როგორიცაა: სტრესი, შფოთვა, დეპრესია, ურთიერთობების პრობლემები, ბავშვთა განვითარება, თვითშეფასება და სხვა.

ისინი ატარებენ ფსიქოლოგიურ შეფასებებს, ტესტებს და კვლევებს, რათა მოხდეს პრობლემის სიღრმისეული ანალიზი.

ეხმარებიან ადამიანებს რათა გაუმკლავდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, ემოციურ გამოწვევებსა და ცხოვრებისეულ სტრესებს.

ფსიქოლოგიური დახმარება არ ცვლის სათანადოდ კვალიფიციური ექიმის მიერ მედიკამენტოზური მკურნალობის შეფასებასა და მართვას.

ნევროლოგის როლი და კომპეტენციები:

ნევროლოგიაც სამედიცინო დარგია. ამ სფეროს წარმომადგენელი  სპეციალიზებულია თავის ტვინის, ზურგის ტვინსა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების მკურნალობაზე.

ნევროლოგი შეისწავლის და მკურნალობს ნერვულ სისტემის ორგანულ და ფუნქციურ დაზიანებებს. როგორიცაა: ინსულტი, ეპილეფსია, პარკინსონი, მეხსიერების დარღვევები, გაფანტული სკლეროზი და სხვა ნერვული დაავადებები.

საჭიროების მიხედვით, ნევროლოგი იყენებს სადიაგნოსტიკო გამოკვლევებს, მაგალითად MRI-სა და EEG-ს, ასევე მედიკამენტებს ნერვული სისტემის დარღვევების სამკურნალოდ. ეს გამოკვლევები ყველა პაციენტისთვის აუცილებელი არ არის.

ნევროლოგი, ასევე შეიძლება ჩართული იყო ფსიქიკური პრობლემის მკურნალობაში ფსიქიატრთან ერთად თანმხლები დაავადებების შემთხვევაში.

საერთო ინტერესი და კომპლექსური მკურნალობა:

საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების შეთანხმებულმა, მულტიდისციპლინარულმა მუშაობამ შეიძლება მკურნალობის დაგეგმვასა და კოორდინაციას შეუწყოს ხელი. ერთობლივი დახმარების საჭიროება ადამიანის მდგომარეობისა და საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება.

ფსიქიატრისა და კლინიკური ფსიქოლოგის თანამშრომლობა შეიძლება პრობლემის უფრო სრულყოფილ შეფასებას დაეხმაროს.

ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის თანამშრომლობა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მკურნალობის გეგმის კოორდინაციას დაეხმაროს; ეს გამოჯანმრთელების გარანტიას არ ნიშნავს.

ნერვული სისტემისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის თანმხლები პრობლემების დროს, ფსიქიატრისა და ნევროლოგის ერთობლივი ჩართულობის საჭიროება ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განისაზღვრება.

დაგვირეკეთ