მარიკა უნგიაძე

კვალიფიციური ფსიქოლოგი, სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი და სომატური (სხეულზე ორიენტირებული) და ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპევტი. მუშაობს მოზარდებთან (12+) და ზრდასრულებთან, სპეციალიზებულია ადიქციების, ტრავმის, შფოთვითი და დეპრესიული მდგომარეობების, ასევე პიროვნული განვითარების მიმართულებით.

მარიკა უნგიაძე

ფსიქოლოგი, სომატური და ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპევტი

მარიკა უნგიაძე არის კვალიფიციური ფსიქოლოგი, სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი და სომატური (სხეულზე ორიენტირებული) და ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო პროგრამის მონაწილე. 2022 წლიდან იგი ახორციელებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოკონსულტირებას.

კლინიკური საქმიანობის პარალელურად აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო და სატრენინგო საქმიანობაში. თავდაპირველად მუშაობდა სპეციალიზებული სასწავლო პროგრამების ტრენერის ასისტენტად, ხოლო 2023 წლიდან დამოუკიდებლად უძღვება პროფესიულ და საავტორო ტრენინგებს (TOT).

ვისთან მუშაობს

მარიკა მუშაობს 12 წლიდან მოზარდებთან და ზრდასრულებთან.

ძირითადი მიმართულებები

ნივთიერებებზე, ქცევით და კვებით დამოკიდებულებებთან მუშაობა

თანადამოკიდებულება

ტრავმა და PTSD

შფოთვითი აშლილობები

დეპრესია

ემოციური რეგულაციის სირთულეები

თვითშეფასების ამაღლება

სოციალური ადაპტაცია

კომუნიკაციის გაუმჯობესება

პიროვნული განვითარება

განათლება

ფსიქოლოგიის ბაკალავრი — თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია (2014–2018)

სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი — საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) (2021–2023)

სომატური (სხეულზე ორიენტირებული) და ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპევტი (კვალიფიკაციის პროცესში) — ევროპის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია (2023–დღემდე)

დაკავშირებული

მკურნალობის მეთოდები

დაგვირეკეთ