კლინიკური ტესტირება
კლინიკური ტესტირება
სამედიცინო რეცენზენტიგიორგი (გუგა) სიხარულიძე · MD, PhD — ფსიქიატრი · პროფესორი · კლინიკური მკვლევარიგანახლებულია:
კლინიკური ტესტირების მიზანია გაზომოს და შეაფასოს ინდივიდის აღქმის, აზროვნების პროცესები, მეხსიერება, ყურადღების კონცენტაციის, ლოგიკური და ასოციაციური კავშირების დამყარების უნარი, ისევე, როგორც გაზომოს და შეაფასოს ინდივიდის ზოგადი ფსიქიკური ჯანმრთელობა, შიშები და ფობიები, ობსესიური განწყობებისადმი მიდრეკილება , სხვადასხვა ნივთიერებებზე, ალკოჰოლზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ხარისხი და გამოიყენოს ეს მონაცემები ინდივიდის მკურნალობის პროცესში, მდგომარეობის გაუმჯობესების მონიტორინგის შეფასებისთვის.
ხშირად, მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, ასოციაციური და ლოგიკური აზროვნების უნარის დაქვეითება დაკავშირებულია სხვადასხვა აშლილობებთან, როგორიებიცაა შფოთვა, დეპრესია, პარანოია და სხვა, შესაბამისად, ინდივიდთან მუშაობის დ ამკურნალობის პროცესში, მნიშვნელოვანია ექიმსა და ფსიქოლოგს ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია დარღვევის ხარისხისა და ბუნების შესახებ, რათა დაეხმარონ პაციენტს დაქვეითებული უნარების აღდგენასსა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
ხშირად დასმული კითხვები
კლინიკური ტესტირება ზომავს და აფასებს ინდივიდის აღქმას, აზროვნებას, მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციასა და ლოგიკური კავშირების დამყარების უნარს, ასევე ზოგად ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
აფასებს შიშებს, ფობიებს, ობსესიური განწყობებისადმი მიდრეკილებას და ნივთიერებებზე, ალკოჰოლზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ხარისხს.
კოგნიტური უნარების დაქვეითება ხშირად უკავშირდება შფოთვას, დეპრესიასა და პარანოიას; ტესტირება ექიმსა და ფსიქოლოგს აძლევს ამომწურავ ინფორმაციას დარღვევის ბუნებაზე.
მონაცემები ეხმარება დაქვეითებული უნარების აღდგენას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მკურნალობის მონიტორინგს.
