კომპიუტერული თამაშები
კომპიუტერული თამაშები
სამედიცინო რეცენზენტიგიორგი (გუგა) სიხარულიძე · MD, PhD — ფსიქიატრი · პროფესორი · კლინიკური მკვლევარიგანახლებულია:
კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება
დამოკიდებულების განვითარება რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს:
გართობის ეტაპი – ადამიანი თამაშს იწყებს გასართობად ან სტრესის შესამცირებლად.
ჩვევის ჩამოყალიბება – ხარჯავს უფრო და უფრო მეტ დროს თამაშზე, შესაძლოა უგულებელყოფდეს სხვა საქმიანობებს.
კომპულსიური თამაში – თამაშის სურვილი ხდება უკონტროლო. ადამიანი ვერ ამცირებს სათამაშო დროს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე პრობლემებს უქმნის სწავლაში, სამსახურში და პირად ცხოვრებაში.
დამოკიდებულება – ამ დროს თამაშს აქვს დამანგრეველი გავლენა ცხოვრების ყველა ასპექტზე, ადამიანი ვეღარ აკონტროლებს თავის ქცევას და განიცდის უარყოფით ემოციებს თამაშის შეწყვეტის მცდელობისას.
როდის ვამბობთ, რომ ადამიანი დამოკიდებულია?
✔ მუდმივი ფიქრი თამაშზე – ადამიანი სულ თამაშზე ფიქრობს და გეგმავს, როდის ითამაშებს შემდეგი.
თამაშის დროის უკონტროლობა – ვერ ამცირებს სათამაშო დროს, მიუხედავად მცდელობისა.
ნეგატიური ემოციები თამაშის გარეშე – გაღიზიანება, დეპრესია, შფოთვა ან მოწყენილობა, როცა ვერ თამაშობს.
სხვა აქტივობების უგულებელყოფა – ადამიანი წყვეტს მეგობრებთან შეხვედრას, ჰობის, სწავლას ან სამსახურს თამაშის გამო.
უარყოფითი შედეგების მიუხედავად თამაშის გაგრძელება – მიუხედავად იმისა, რომ თამაშმა შესაძლოა გამოიწვიოს აკადემიური ჩავარდნა, კონფლიქტები ოჯახში, ჯანმრთელობის პრობლემები, ადამიანი მაინც აგრძელებს თამაშს.
თვალთმაქცობა – ოჯახის წევრების ან მეგობრების მოტყუება იმის დასამალად,თუ რამდენ დროს ხარჯავს თამაშში.
ძილისა და კვების რეჟიმის დარღვევა – ძილის ნაკლებობა ან უგულებელყოფა, არარეგულარული კვება, ჯანმრთელობის პრობლემები.
რისკფაქტორები და შესაძლო გამომწვევი მიზეზები:
ფსიქოლოგიური ფაქტორები:
დაბალი თვითშეფასება ან ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობა.
სტრესისგან თავის დაღწევის მცდელობა თამაშის მეშვეობით.
იმპულსური ქცევები და თვითკონტროლის არქონა.
ბიოლოგიური ფაქტორები:
თამაში ასოცირებულია სიამოვნებასთან თავის ტვინის ნეირონულ სინაფსებში გამოყოფილი დოფამინის რაოდენობის ზრდის გამო.
თავის ტვინის დაჯილდოების სისტემის ჰიპერაქტიურობა.
სოციალური ფაქტორები:
საზოგადოების ან მეგობრების ბიძგი თამაშისკენ.
რეალურ ცხოვრებაში სოციალური მხარდაჭერის დეფიციტი.
ტექნოლოგიური ფაქტორები:
თამაშების დიზაინი, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალურ ჩართულობას.
კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულების შესაძლო შედეგები:
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები:
შფოთვა, დეპრესია, ემოციური გადაღლა.
საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილება და იმედგაცრუება.
ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესება:
ქრონიკული უძილობა და გაღიზიანებადობა.
საჭმლის მიღების არასწორი რეჟიმი და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა.
ჭარბი წონა და მასთან ასოცირებული ჯანმრთელობის პრობლემები.
ფინანსური პრობლემები:
პრიორიტეტების გადაფასების გამო დაკარგული სამსახური
ფინანსები კარგვა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დამოკიდებულება დაკავშირებულია „ინ-გეიმ“ შესყიდვებთან ან ფასიან გამოწერებთან.
სოციალური პრობლემები:
ურთიერთობების დაძაბვა ოჯახთან, მეგობრებთან ან კოლეგებთან.
იზოლაცია და სოციუმისგან მოშორება.
აკადემიური და პროფესიული წარუმატებლობები:
სასწავლო ან სამუშაო პროცესების უგულებელყოფა.
კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულების მკურნალობის მეთოდები
კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT):
კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულების შემცირება და ახალი ქცევითი მოდელების შექმნა.
კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულების შემცირება და ახალი ქცევითი მოდელების შექმნა.
ჯგუფური თერაპია:
გამოცდილების გაზიარება მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებთან.
გამოცდილების გაზიარება მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებთან.
შფოთვის ან დეპრესიის მართვისთვის, საჭიროებისამებრ, ინიშნება შესაბამისი მედიკამენტები.
ფიზიკური აქტივობა:
რეგულარული ვარჯიში და სპორტი, რაც ხელს უწყობს ენერგიის დახარჯვას ჯანსაღ აქტივობებში.
ოჯახისა და სოციალური მხარდაჭერა:
ოჯახის წევრების ჩართვა მკურნალობის პროცესში და მხარდაჭერა ცვლილებების გზაზე.
რეციდივის პრევენცია
გამკლავება და მხარდაჭერა
დაისახეთ მთავარი მიზანი: არ ითამაშოთ.
თავი აარიდეთ რისკს: უთხარით საკუთარ თავს, რომ თუნდაც ხუთი წუთი თამაშის ჩართვა ძალიან სახიფათოა, რადგან ერთი ხშირად იწვევს შემდეგს.
დახმარებისთვის მიმართეთ ახლობლებს: აღიარეთ, რომ მხოლოდ ნებისყოფა საკმარისი არ არის თამაშის წინააღმდეგ საბრძოლველად. სთხოვეთ ოჯახის წევრს ან მეგობარს, რომ დაგეხმაროთ მკურნალობის გეგმის შესრულებაში.
იცოდეთ და მოერიდეთ ტრიგერებს: ამოიცანით სიტუაციები ან გრძნობები, რომლებიც თამაშის სურვილს იწვევს, და შეეცადეთ მათგან თავი შორს დაიჭიროთ.
ექიმთან ვიზიტისთვის მომზადება
ჩაწერეთ ყველა განცდა და ფიქრი: მოინიშნეთ, რა იწვევს თამაშის სურვილს, სცადეთ თუ არა მისი დაძლევა და როგორ იმოქმედა თამაშმა თქვენს ცხოვრებაზე.
ჩამოწერეთ პირადი ინფორმაცია: შეიტანეთ ის ძირითადი სტრესორები ან ცხოვრებისეული ცვლილებები, რომლებიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს თქვენს ქცევაზე.
დაასახელეთ ყველა მედიკამენტი: მოიტანეთ ინფორმაცია ყველა წამლის, ვიტამინის, ბალახისა და დანამატის შესახებ, რომელსაც იღებთ, ასევე მათი დოზები.
გაიხსენეთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები: ჩაწერეთ თქვენი ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და მათი მკურნალობა.
შეკითხვები ექიმისთვის: მოამზადეთ კითხვების სია, რომ ვიზიტის დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ.
ხშირად დასმული კითხვები
ის ვითარდება ეტაპობრივად — გართობიდან ჩვევის ჩამოყალიბებამდე და კომპულსიურ, უკონტროლო თამაშამდე, რომელიც აზიანებს სწავლას, სამსახურსა და ურთიერთობებს.
თამაშზე მუდმივი ფიქრი, თამაშის დროის შემცირების უუნარობა, გაღიზიანება ან შფოთვა თამაშის გარეშე, სხვა აქტივობების უგულებელყოფა, ახლობლების მოტყუება დახარჯულ დროზე და ძილისა და კვების რეჟიმის დარღვევა.
დამოკიდებულებას ხშირად ახლავს ან უსწრებს დეპრესია, შფოთვა და სოციალური იზოლაცია; თამაში ხდება ემოციური სტრესისგან გაქცევის საშუალება.
მკურნალობა ეფექტურია — მოიცავს ფსიქოთერაპიას (კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია) და ჯანსაღი რუტინის აღდგენის მხარდაჭერას.
დაკავშირებული
მდგომარეობები
- აზარტული თამაშებისათამაშო დამოკიდებულების (ლუდომანიის) სიმპტომები და მკურნალობა. ფსიქოთერაპია GSMRC-ში თბილისში.
- ონიომანია (შოპოჰოლიზმი)შოპოჰოლიზმის (კომპულსიური ყიდვის) სიმპტომები და მკურნალობა. ფსიქიატრის კონსულტაცია GSMRC-ში.
- ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომიADHD-ის სიმპტომები ბავშვებსა და მოზრდილებში. ფსიქოდიაგნოსტიკა და მკურნალობა GSMRC-ში თბილისში.
- შფოთვითი აშლილობა — სიმპტომები, მიზეზები და თანამედროვე მკურნალობაშფოთვითი აშლილობის გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და თანამედროვე მკურნალობის მეთოდები. ფსიქიატრი თბილისში — GSMRC.
