ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი
სამედიცინო რეცენზენტიგიორგი (გუგა) სიხარულიძე · MD, PhD — ფსიქიატრი · პროფესორი · კლინიკური მკვლევარიგანახლებულია:
რა არის ADHD, ანუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი?
ზრდასრულებს, რომელთაც აქვთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD), შეიძლება აღენიშნებოდეთ უყურადღებობა, ჰიპერაქტივობა ან იმპულსურობა. სიმპტომები ხელს უშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებას და შეიძლება გავლენას ახდენდეს
ადამიანის
ემოციებისა და ქცევის რეგულირების უნარზე,
სოციალურ ურთიერთობებზე, სწავლასა თუ მუშაობაზე, თვითშეფასებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ADHD შესაძლებელია ზრდასრულობამდე არ დიაგნოსტირდეს, ქ
რონიკული ნეიროგანვითარებითი დარღვევაა და
სიმპტომები ბავშვობაში იწყება. ზრდასთან ერთად შესაძლებელია შემცირდეს
ჰიპერაქტივობა; მოუსვენრობა, იმპულსური ქცევა და ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები შეიძლება ზრდასრულ ასაკშიც გაგრძელდეს, თუმცა მათი სიმძიმე და გავლენა ადამიანებს შორის განსხვავდება.
დროული შეფასება და შესაბამისი მკურნალობა შეიძლება დაეხმაროს ადამიანს სიმპტომების მართვასა და ყოველდღიური ფუნქციონირების გაუმჯობესებაში; თანმხლები მდგომარეობები ცალკე შეფასებასა და საჭირო დახმარებას მოითხოვს.
ADHD ძირითადი ნიშნები
სიმპტომების გამოვლენა და სიმძიმე ასაკთან ერთად შეიძლება შეიცვალოს. მცირე ასაკის ბავშვებში ჰიპერაქტივობა ხშირად უფრო შესამჩნევია; სასკოლო და სოციალური მოთხოვნების ზრდასთან ერთად უყურადღებობის სირთულეებიც შეიძლება უფრო აშკარა გახდეს. სიმპტომებმა შეიძლება ხელი შეუშალოს სწავლას, მუშაობასა და თანატოლებთან ურთიერთობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა ორგანიზებულობა, ყურადღების შენარჩუნება და ქცევის რეგულირება.
ADHD
ყურადღების დეფიციტით მიმდინარე ფორმისას,
ამ ფორმისას წამყვანია ყურადღების შენარჩუნების სირთულე, ადვილად გაფანტვა, გულმავიწყობა და ორგანიზების ან დავალებების დასრულების სირთულე. ჰიპერაქტივობა და იმპულსურობა ამ ფორმის წამყვანი ნიშნები არ არის.
ADHD
ჰიპერაქტივობით მიმდინარე ფორმისას
,
აშკარაა მოუსვენრობა. მაგალითაც, წესებით შეზღუდული თამაშისა თუ სწავლის პროცესისას მოუსვენრობა. მაგალითად, უჭირს მშვიდად ჯდომა, ცქმუტავს, ამოძრავებს კიდურებს, შეუსაბამო ადგილებში დარბის ან ხტუნავს, უჭირს სიჩუმის დაცვა, სხვებს აწყვეტინებს საუბარს. ჰიპერაქტივობა ხშირად იმპულსურობასთან ერთად ვლინდება და შედეგად ვიღებთ გაუაზრებელ ქცევებს, წინასწარ შედეგების შეფასების გარეშე.
ADHD კომბინირებული ფორმა,
მოიცავს როგორც უყურადღებობის, ისე ჰიპერაქტივობისა და იმპულსურობის ნიშნებს.
ყურადღების დეფიციტით მიმდინარე ფორმას ახასიათებს:
ყურადღების მარტივად გაფანტვა
გულმავიწყობა
მოსმენის სირთულე
ხანგრძლივი ყურადღების საჭიროების მქონე დავალებების შესრულების სირთულე
ორგანიზებულობის სირთულე
დროის მენეჯმენტის სირთულე
ერთ საკითხზე კონცენტრაციის სირთულე
დავალებების დასრულების, ინსტრუქციების მიყოლის სირთულე
დაგეგმვის სირთულე
ხშირი მექანიკური შეცდომები
მცირე ნივთების ხშირად კარგვა
ჰიპერაქტივობით მიმდინარე ფორმას ახასიათებს:
მოსვენებულ მდგომარეობაში გაჩერების სირთულე
თავისი რიგის დალოდების სირთულე
ჩუმად თამაშის ან რაიმეს შესრულების სირთულე
კითხვის დასრულებამდე პასუხის გაცემა
კიდურების მოუსვენრობა
გადაჭარბებული საუბარი
მუდმივად მოძრაობა
მოსვენებულად ჯდომის სირთულე, მაგალითად ქანაობა სკამზე
სიმპტომები ადამიანს ხელს უშლის მინიმუმ ორ ჩვეულ გარემოში ფუნქციონირებაში, მაგალითად ოჯახსა და სკოლაში.
ADHD -ის გამომწვევი მიზეზები:
გარემო ფაქტორები
ADHD-ის ზუსტი მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის;
მკვლევრები სწავლობენ გენეტიკური და გარემო ფაქტორების ერთობლივ გავლენას.
ADHD-ის რისკთან დაკავშირებულ შესაძლო ფაქტორებს შორის განიხილება:
ტყვიის ზემოქმედება ორსულობის პერიოდში ან ადრეულ ბავშვობაში
ალკოჰოლისა და თამბაქოს გამოყენება ორსულობის პერიოდში
ორსულობისა და მშობიარობის გართულებები — რისკთან დაკავშირებული ფაქტორები, რომლებიც თავისთავად ADHD-ის განვითარებას არ განსაზღვრავს
გენეტიკური ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ADHD ოჯახებში უფრო ხშირად გვხვდება. გენეტიკური წინასწარგანწყობა ზრდის რისკს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ოჯახის სხვა წევრს აუცილებლად ექნება ADHD.
ნეირობიოლოგიური ფაქტორები
მკვლევრები სწავლობენ ADHD-სთან დაკავშირებულ განსხვავებებს ტვინის განვითარებასა და ფუნქციონირებაში, მათ შორის ყურადღებისა და ქცევის რეგულაციაში ჩართულ პროცესებს. ეს არ ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის სიმპტომებს ერთი კონკრეტული უბანი ან „ქიმიური დისბალანსი“ ხსნის.
როდის მივმართოთ სპეციალისტს?
ხშირად
ADHD
შეიძლება შეცდომით აღიქმებოდეს როგორც პიროვნული მახასიათებელი ან მხოლოდ აღზრდის შედეგი. თუ სიმპტომები ხელს უშლის სწავლას, მუშაობას, ურთიერთობებს ან ყოველდღიურ საქმიანობას, მნიშვნელოვანია სპეციალისტის შეფასება. დახმარება შეიძლება მოიცავდეს
ADHD-ის მქონე პირისთვის
ორგანიზების, ემოციებისა და ქცევის მართვის უნარების განვითარებას
და საჭირო გარემო ცვლილებებს. სირთულეები და დახმარების საჭიროება ინდივიდუალურია; ცხოვრების ხარისხის გაუარესება ან საზიანო ქცევა გარდაუვალი არ არის.
ასაკთან ერთად
ADHD
-ის ზოგიერთი ნიშანი შეიძლება ნაკლებად შესამჩნევი გახდეს, მაგალითად ჰიპერაქტივობა. თუმცა უყურადღებობა, მოუსვენრობა ან იმპულსურობა შეიძლება კვლავ უშლიდეს ხელს ყოველდღიურ ცხოვრებას. ADHD-სთან შეიძლება თანაარსებობდეს შფოთვითი აშლილობები, დეპრესია და სხვა მდგომარეობები; მათი შეფასებაც მნიშვნელოვანია.
ბევრ ადამიანს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე განუცდია
ADHD
-ის მსგავსი ნიშნები, თუმცა თუ თვლით, რომ ბავშობიდან თქვენს ცხოვრებას და ემოციურ ბალანსს მუდმივად არღვევს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები მიმართეთ სპეციალისტს, რათა მოხდეს დიფერენცირება თქვენი პრობლემები გამოწვეული
ADHD
-ით თუ სხვა მდგომარეობით, მაგალითად ძილის პრობლემებით, შფოთვით ან დეპრესიით. შეფასება მოიცავს ბავშვობის ისტორიას, სიმპტომების გამოვლენას სხვადასხვა გარემოში და ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე მათ გავლენას.
ADHD-სთან შესაძლოა თანაარსებობდეს სხვა ფსიქიკური ან ნეიროგანვითარებითი მდგომარეობებიც:
ბავშვებში:
ოპოზიციურ-გამომწვევი აშლილობა (Oppositional defiant disorder — ODD) ხასიათდება ხშირი გაღიზიანების, კამათის ან დაუმორჩილებელი ქცევის პატერნით
ქცევის აშლილობა (Conduct disorder)
ხასიათდება ანტისოციალური, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით, როგორიცაა ჩხუბი, ქურდობა, ვანდალიზმი, სისასტიკე ადამიანებისა და ცხოველების მიმართ
დასწავლის უნარის დარღვევები
ბავშვებში, მოზარდებში და ზრდასრულებში:
აუტისტური სპექტრი
ტიკები, ტურეტი
შესაძლებელია გამოვლინდეს კითხვის, წერის, კომუნიკაციის უნარის დარღვევები
ნივთიერებებზე დამოკიდებულებები
შფოთვითი აშლილობები
გუნება-განწყობის აშილობები
როგორია ADHD მკურნალობა?
ADHD-ის დასადგენად ერთი ლაბორატორიული ტესტი არ არსებობს. დიაგნოზი მოითხოვს ADHD-ის შეფასებაში გამოცდილი სპეციალისტის სრულ კლინიკურ შეფასებას: ბავშვობისა და განვითარების ისტორიას, სიმპტომების გამოვლენას სხვადასხვა გარემოში, ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე გავლენას და სხვა შესაძლო მიზეზებისა თუ თანმხლები მდგომარეობების შეფასებას. კითხვარები შეფასებას ეხმარება, მაგრამ მხოლოდ მათი შედეგი დიაგნოზისთვის საკმარისი არ არის.
კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT)
– ეხმარება პაციენტებს, განავითარონ ორგანიზაციული უნარები და ემოციური რეგულაცია, იდენტიფიკაცია მოახდინონ
პოტენციურად თვითდამაზიანებელი ან არაჯანსაღი ქცევის და ჩაანაცვლონ
.
ფსიქოგანათლების და მხარდაჭერის პროგრამები
– მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის და თავად
ADHD-ის მქონე პირებისთვის
.
სტრუქტურული დღის რეჟიმი
– წესრიგის და ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბება.
შეიძლება დაეხმაროს ADHD-ის სიმპტომების შემცირებას; კონკრეტული პრეპარატი ინდივიდუალურად შეირჩევა და მოითხოვს ეფექტის, გვერდითი მოვლენებისა და სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობების მონიტორინგს.
იხილეთ ასევე
→ ADHD-ის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
→ კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია ADHD-სთვის
დაკავშირებული თემები: შფოთვითი აშლილობა · დეპრესია · ფსიქიატრის კონსულტაცია
წყარო: NIMH — ყურადღების დეფიციტის სინდრომი (ADHD).
წყარო: Faraone SV, Larsson H. Genetics of attention deficit hyperactivity disorder. Mol Psychiatry. 2019;24(4):562–575. doi:10.1038/s41380-018-0070-0
დამატებითი წყაროები: NICE NG87 · CDC — ADHD · WHO — ADHD interventions (2023)
ხშირად დასმული კითხვები
ADHD ნეიროგანვითარებითი მდგომარეობაა, რომლის სიმპტომები ბავშვობაში იწყება, თუმცა დიაგნოზი შეიძლება ზრდასრულ ასაკშიც დაისვას. ასაკთან ერთად სიმპტომები შეიძლება შეიცვალოს: ჰიპერაქტივობა ხშირად ნაკლებად შესამჩნევია, ხოლო უყურადღებობა, მოუსვენრობა ან იმპულსურობა შეიძლება გაგრძელდეს. სიმძიმე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენა ინდივიდუალურია.
წამყვანი შეიძლება იყოს უყურადღებობა (ადვილად გაფანტვა, გულმავიწყობა, ორგანიზებისა და დავალებების დასრულების სირთულე) ან ჰიპერაქტივობა და იმპულსურობა (მოუსვენრობა, მშვიდად ჯდომის სირთულე, გადაჭარბებული საუბარი, კითხვის დასრულებამდე პასუხი). კომბინირებული ფორმა ორივე ჯგუფის ნიშნებს მოიცავს. სიმპტომები ფასდება ასაკის, სხვადასხვა გარემოსა და ფუნქციონირებაზე გავლენის გათვალისწინებით.
ADHD-ის დასადგენად ერთი ლაბორატორიული ტესტი არ არსებობს. ADHD-ის შეფასებაში გამოცდილი სპეციალისტი აფასებს ბავშვობისა და განვითარების ისტორიას, სიმპტომებს სხვადასხვა გარემოში და ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე მათ გავლენას. ასევე საჭიროა სხვა შესაძლო მიზეზების, მაგალითად ძილის პრობლემების, შფოთვისა და დეპრესიის, და თანმხლები მდგომარეობების შეფასება. კითხვარის შედეგი მარტო დიაგნოზს არ ადგენს.
მკურნალობა ასაკის, სიმპტომებისა და ყოველდღიური სირთულეების მიხედვით ინდივიდუალურად შეირჩევა. ის შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტებს, ფსიქოლოგიურ და ქცევით ჩარევებს, ფსიქოგანათლებასა და გარემოს ორგანიზებას. მცირე ასაკის ბავშვებში მნიშვნელოვანია მშობლების სწავლება ქცევის მართვაში და სასკოლო მხარდაჭერა; ზრდასრულებში ფსიქოლოგიური დახმარება შეიძლება მოიცავდეს ADHD-ზე მორგებულ CBT-ს. მედიკამენტური მკურნალობა მოითხოვს ეფექტისა და გვერდითი მოვლენების მონიტორინგს.
დაკავშირებული
მდგომარეობები
- აუტიზმის სპექტრის აშლილობა — სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მხარდაჭერააუტიზმის სპექტრის აშლილობის (ASD) სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მხარდაჭერა ბავშვებსა და ზრდასრულებში. GSMRC.
- შფოთვითი აშლილობა — სიმპტომები, მიზეზები და თანამედროვე მკურნალობაშფოთვითი აშლილობის გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და თანამედროვე მკურნალობის მეთოდები. ფსიქიატრი თბილისში — GSMRC.
- დეპრესიადეპრესიის სიმპტომები, დიაგნოსტიკა და თანამედროვე მკურნალობა GSMRC-ში. ფსიქიატრის კონსულტაცია თბილისში. ჩაეწერეთ ☎ +995 32 2 440 550
- კომპიუტერული თამაშებიკომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულების სიმპტომები და მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში. GSMRC.
