მარიხუანა
მარიხუანა
სამედიცინო რეცენზენტიგიორგი (გუგა) სიხარულიძე · MD, PhD — ფსიქიატრი · პროფესორი · კლინიკური მკვლევარიგანახლებულია:
მარიხუანაზე დამოკიდებულება
დამოკიდებულების განვითარების მექანიზმი
დამოკიდებულების განვითარების რისკი იზრდება, თუ:
მარიხუანა რეგულარულად მოიხმარება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;
მოხმარება იწყება ადრეულ ასაკში, როცა ტვინის განვითარება ჯერ კიდევ მიმდინარეობს;
პიროვნებას აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები (მაგ., დეპრესია, შფოთვა);
არსებობს გენეტიკური მიდრეკილება დამოკიდებულების განვითარებისკენ.
მოხმარების შესაძლო გვერდითი ეფექტები
ხშირი გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი
პირისა და თვალების სიმშრალე
თავბრუსხვევა და გულისრევა
ძილიანობა
დაღლილობა
მეტი სიფრთხილე საჭიროა, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს:
დეზორიენტაცია
ჰალუცინაციები
გულისცემის აჩქარება
მადის გაზრდა
დეპრესიის გამწვავება
შეზღუდული ყურადღება და კოორდინაცია (არ უნდა მართოთ მანქანა)
ბიპოლარული აშლილობის დროს შეიძლება გააძლიეროს მანიაკური ეპიზოდები.
შიზოფრენიის მქონე პირებში ზრდის ფსიქოზის განვითარების რისკს. [1]
დამოკიდებულების ძირითადი სიმპტომები
კონტროლის დაკარგვა: პიროვნება ვერ ამცირებს ან წყვეტს კანაფის მოხმარებას, მიუხედავად უარყოფითი შედეგებისა.
ტოლერანტობის განვითარება: საჭიროა მარიხუანას უფრო დიდი დოზის მიღება სასურველი ეფექტის მისაღწევად.
ფსიქოლოგიური სიმპტომები: შფოთვა, დეპრესია, გაღიზიანებადობა, მოტივაციის დაქვეითება.
აბსტინენციის სიმპტომები: კანაფის შეწყვეტისას აღინიშნება უძილობა, მადის დაკარგვა, აგრესიულობა და ფიზიკური დისკომფორტი.
ცხოვრების სხვა სფეროების იგნორირება: მარიხუანა ხდება პრიორიტეტი სხვა აქტივობების – სწავლა, მუშაობა, ურთიერთობები – საზიანოდ.
მარიხუანაზე დამოკიდებულების შესაძლო შედეგები
მარიხუანის ხანგრძლივი მოხმარება იწვევს:
ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას (შფოთვა, დეპრესია, ფსიქოზური ეპიზოდები);
მეხსიერებისა და კონცენტრაციის დაქვეითებას;
მოტივაციის დაკარგვასა და სოციალური იზოლაციას;
შრომისუნარიანობის დაქვეითებას;
კარდიოვასკულარულ და სასუნთქი სისტემის დარღვევებს (განსაკუთრებით მარიხუანის მოწევისას).
მარიხუანაზე დამოკიდებულების მკურნალობის მეთოდები:
მარიხუანაზე დამოკიდებულება წარმატებით ექვემდებარება მკურნალობას, რომელიც მოიცავს:
ჯანმრთელი ცხოვრების წესს: სპორტი, ჯანსაღი კვება და რეგულარული რუტინა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გამოჯანმრთელების პროცესში.
კომპლექსური მკურნალობის მეთოდი
ალკოჰოლი – ზრდის მარიხუანას სედატიურ ეფექტს.
ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები) – შესაძლოა, გაზარდოს სისხლდენის რისკი.
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი პრეპარატები – აძლიერებს მათი სედატიურ მოქმედებას.
პროტეაზის ინჰიბიტორები (ანტივირუსული პრეპარატები, HIV-ის წინააღმდეგ) – შესაძლებელია, შეამციროს მათი ეფექტურობა.
სელექციური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRI-ს ტიპის ანტიდეპრესანტები) – შესაძლებელია, გააძლიეროს მანიაკური ეპიზოდების განვითარების რისკი.
ექიმთან ვიზიტის გადაწყვეტილება მკურნალობის პირველი ნაბიჯია!
შეადგინოთ სია: რამდენად ხშირად მოიხმართ მარიხუანას და როგორ მოქმედებს ეს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
დააფიქსიროთ სიმპტომები: აღწერეთ, რა შეგრძნებები გაქვთ მოხმარების შეწყვეტისას.
შეაფასოთ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა: გაქვთ თუ არა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა შფოთვა ან დეპრესია.
გაითვალისწინოთ მკურნალობის ვარიანტები: ექიმთან ერთად განიხილეთ შესაძლო თერაპიული მიდგომები.
წყაროები
1. Marconi A, Di Forti M, Lewis CM, Murray RM, Vassos E. Meta-analysis of the Association Between the Level of Cannabis Use and Risk of Psychosis. Schizophr Bull. 2016;42(5):1262–1269. doi:10.1093/schbul/sbw003
წყარო: NIDA — კანაბისი.
ხშირად დასმული კითხვები
დამოკიდებულების რისკი იზრდება რეგულარული, ხანგრძლივი მოხმარებისას, ადრეულ ასაკში დაწყებისას (როცა ტვინის განვითარება ჯერ მიმდინარეობს), ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების (დეპრესია, შფოთვა) ან დამოკიდებულებისადმი გენეტიკური მიდრეკილების არსებობისას.
დამოკიდებულების ნიშნებია კონტროლის დაკარგვა (ვერ ამცირებს ან წყვეტს მოხმარებას), ტოლერანტობის განვითარება, ფსიქოლოგიური სიმპტომები (შფოთვა, დეპრესია, მოტივაციის დაქვეითება), აბსტინენციის სიმპტომები (უძილობა, მადის დაკარგვა, აგრესიულობა) და ცხოვრების სხვა სფეროების იგნორირება.
მარიხუანის ხანგრძლივი მოხმარება აუარესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას — იწვევს შფოთვას, დეპრესიას და ფსიქოზურ ეპიზოდებს, აქვეითებს მეხსიერებასა და კონცენტრაციას. შიზოფრენიის მქონე პირებში ის ზრდის ფსიქოზის რისკს, ბიპოლარული აშლილობის დროს კი შესაძლოა მანიაკური ეპიზოდები გააძლიეროს.
მარიხუანაზე დამოკიდებულება წარმატებით მკურნალობადია. წამყვანი მეთოდია კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT), განსაკუთრებით ეფექტური რეციდივის პრევენციისთვის; ემატება მედიკამენტური მკურნალობა სიმპტომების მართვისთვის, ჯგუფური თერაპია და ჯანსაღი ცხოვრების წესი. მძიმე შემთხვევებში რეკომენდებულია დღის ცენტრი.
დაკავშირებული
მდგომარეობები
- ნარკოტიკებზე დამოკიდებულება — სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობანარკოტიკებზე დამოკიდებულების სიმპტომები და მკურნალობა. დეტოქსიკაცია, ფსიქოთერაპია, რეაბილიტაცია GSMRC-ში.
- ალკოჰოლზე დამოკიდებულებაალკოჰოლის ზემოქმედება ჯანმრთელობაზე, დამოკიდებულების ნიშნები და მკურნალობა — დეტოქსიკაცია და რეაბილიტაცია GSMRC-ში, თბილისი.
- ჰალუცინოგენებიჰალუცინოგენური ნივთიერებების ზეგავლენა და მკურნალობა. ფსიქიატრის კონსულტაცია GSMRC-ში თბილისში.
- ოპიატებიოპიოიდებზე დამოკიდებულების სიმპტომები და თანამედროვე მკურნალობა GSMRC-ში თბილისში. ☎ +995 32 2 440 550
