ოპიატები
ოპიატები
სამედიცინო რეცენზენტიგიორგი (გუგა) სიხარულიძე · MD, PhD — ფსიქიატრი · პროფესორი · კლინიკური მკვლევარიგანახლებულია:
ოპიოიდებზე დამოკიდებულება
ოპიოიდები იწვევს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას:
ფიზიკური დამოკიდებულება – ორგანიზმი ეგუება პრეპარატს და შეწყვეტის შემთხვევაში ვითარდება აბსტინენციის (გამოსვლის) სიმპტომები.
ფსიქოლოგიური დამოკიდებულება – ადამიანს უჩნდება წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა, რადგან ოპიოიდების მიღება ხდება ემოციური და ფსიქოლოგიური კომფორტისთვის აუცილებელი
მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტები:
ტკივილის გაუარესებული შეგრძნება,
კანზე გამონაყარის გაჩენა,
დაღლილობა,
დიარეა
სუნთქვის დათრგუნვა – მაღალი დოზის მიღებისას შესაძლოა ფატალური შედეგი დადგეს;
ღვიძლისა და თირკმლის დაზიანება;
ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება – დეპრესია, შფოთვა, ფსიქოზური სიმპტომები;
სოციალური და სამართლებრივი პრობლემები:
ზოგი ადამიანი იწყებს არალეგალური ოპიოიდების მოხმარებას,
ხშირად მიმართავენ ჰეროინს ან ფენტანილს, რაც ზედოზირების მთავარ მიზეზად ითვლება.
რისკ-ფაქტორები
ახალგაზრდაა (განსაკუთრებით თინეიჯერები და 20-ანი წლების დასაწყისი),
ჰყავს ოჯახის წევრები, რომლებსაც ჰქონდათ ნივთიერებებზე დამოკიდებულება,
ცხოვრობს სტრესულ გარემოში (უმუშევრობა, სიღარიბე),
აქვს რთული ოჯახური ან სოციალური ურთიერთობები,
გამოუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა,
აწუხებს დეპრესია, შფოთვა ან PTSD,
აღენიშნება რისკიანი ქცევები (მათ შორის, მძიმე ალკოჰოლური ან თამბაქოს მოხმარება),
ქალებს აქვთ განსაკუთრებული რისკი, რადგან:
მათ უფრო ხშირად აწუხებთ ქრონიკული ტკივილი,
უფრო მაღალი დოზები ენიშნებათ და უფრო ხანგრძლივად იღებენ ოპიოიდებს,
უფრო მაღალია ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მიდრეკილება ოპიოიდებზე დამოკიდებულებისკენ.
რა შეიძლება იწვევდეს ოპიოიდებზე დამოკიდებულების განვითარებას:
საჭიროების წარმოშობა: ოპიოიდებზე დამოკიდებულება ხშირად იწყება, ტკივილის მართვისთვის გამოწერილი მედიკამენტების ბოროტად გამოყენებით.
გენეტიკური ფაქტორები: გენეტიკური მიდრეკილება მნიშვნელოვანი როლს ასრულებს.
სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორები: სტრესი, ტრავმა, დეპრესია და სოციალური იზოლაცია დამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის.
როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან ოპიოიდებზე დამოკიდებულება?
გამოიყენეთ ოპიოიდები მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში (არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში).
ყოველთვის ჰკითხეთ ექიმს ალტერნატიული მკურნალობის მეთოდებზე.
არასოდეს გააზიაროთ ოპიოიდები სხვებთან და არ მიიღოთ სხვისი დანიშნული პრეპარატები.
ქრონიკული ტკივილისთვის ეძებეთ სხვა მკურნალობის გზები (ფიზიოთერაპია, არაოპიოიდური მედიკამენტები და სხვ.).
თუ აღარ იყენებთ ოპიოიდურ პრეპარატებს, გაანადგურეთ ისინი
არ შეწყვიტოთ ოპიოიდების მიღება მკურნალის გარეშე, რადგან უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე აბსტინენციის სიმპტომები.
მკურნალობა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას:
მედიკამენტური თერაპია: ნარკოლოგის და ფსიქიატრის მიერ შეირჩევა საჭირო მკურნალობა.
სოციალური მხარდაჭერა: ოჯახის და მეგობრების ჩართულობა, ასევე რეაბილიტაციის ჯგუფებში მონაწილეობა, ძალიან მნიშვნელოვანია.
კომპლექსური მკურნალობის მეთოდი
პირველი ნაბიჯი – გადაწყვეტილების მიღებაა!
ექიმთან ვიზიტისთვის მომზადება:
ჩამოწერეთ ყველა წამალი, რომელსაც იღებთ (მათ შორის – სამედიცინო და არალეგალური პრეპარატები).
ჩამოწერეთ სიმპტომები, რასაც განიცდით (მაგ.: ტკივილი, შფოთვა, განწყობის ცვალებადობა).
მოამზადეთ კითხვები ექიმისთვის, მაგალითად:
რა არის საუკეთესო გზა ოპიოიდებზე დამოკიდებულების დასაძლევად?
როგორ შევამცირო აბსტინენციის სიმპტომები?
არსებობს თუ არა ალტერნატიული ტკივილგამაყუჩებლები?
რა მეთოდები არსებობს რეციდივის თავიდან ასაცილებლად?
იხილეთ ასევე
→ ოპიატებზე დამოკიდებულების ფსიქიატრიული კონსულტაცია
წყარო: NIDA — ოპიოიდები.
ხშირად დასმული კითხვები
ოპიოიდები იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას — ორგანიზმი ეგუება პრეპარატს და შეწყვეტისას ვითარდება აბსტინენციის სიმპტომები — და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, როცა ოპიოიდის მიღება ემოციური კომფორტისთვის ხდება. ხშირად იწყება ტკივილის სამკურნალო მედიკამენტების ბოროტად გამოყენებით.
ოპიოიდების მოხმარებას ახლავს სუნთქვის დათრგუნვა (მაღალი დოზისას ფატალური შედეგით), ღვიძლისა და თირკმლის დაზიანება და ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება. ზოგი ადამიანი გადადის არალეგალურ ოპიოიდებზე — ჰეროინსა და ფენტანილზე, რაც ზედოზირების მთავარი მიზეზია.
რისკი მაღალია ახალგაზრდებში, ნივთიერებებზე დამოკიდებულების ოჯახური ისტორიის, სტრესული გარემოს, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის გამოცდილების და თანმხლები დეპრესიის, შფოთვის ან PTSD-ის დროს. ქალებს განსაკუთრებული რისკი აქვთ, რადგან უფრო ხშირად აწუხებთ ქრონიკული ტკივილი.
მკურნალობა კომპლექსურია — ნარკოლოგისა და ფსიქიატრის მიერ შერჩეული მედიკამენტური თერაპია, ფსიქოთერაპია (CBT და მოტივაციური ინტერვენცია), სოციალური მხარდაჭერა და დღის ცენტრი. მნიშვნელოვანია, რომ მიღება უეცრად არ შეწყდეს ექიმის გარეშე, რადგან ამან შესაძლოა მძიმე აბსტინენცია გამოიწვიოს.
დაკავშირებული
მდგომარეობები
- ნარკოტიკებზე დამოკიდებულება — სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობანარკოტიკებზე დამოკიდებულების სიმპტომები და მკურნალობა. დეტოქსიკაცია, ფსიქოთერაპია, რეაბილიტაცია GSMRC-ში.
- ალკოჰოლზე დამოკიდებულებაალკოჰოლის ზემოქმედება ჯანმრთელობაზე, დამოკიდებულების ნიშნები და მკურნალობა — დეტოქსიკაცია და რეაბილიტაცია GSMRC-ში, თბილისი.
- სტიმულატორებიამფეტამინებისა და კოკაინის დამოკიდებულების მკურნალობა. პროფესიონალური ფსიქიატრიული დახმარება GSMRC-ში.
- მარიხუანამარიხუანას (კანაბისის) ზემოქმედება ორგანიზმზე, დამოკიდებულების ნიშნები და მკურნალობის გზები — პროფესიონალური ფსიქიატრიული დახმარება GSMRC-ში, თბილისი.
