მარიხუანა
მარიხუანა
სამედიცინოდ განხილულიაგიორგი (გუგა) სიხარულიძე · ფსიქიატრი MD, PHD· ბოლო განახლება: 7 ივლისი, 2026
მარიხუანაზე დამოკიდებულება
დამოკიდებულების განვითარების მექანიზმი
დამოკიდებულების განვითარების რისკი იზრდება, თუ:
მარიხუანა რეგულარულად მოიხმარება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;
მოხმარება იწყება ადრეულ ასაკში, როცა ტვინის განვითარება ჯერ კიდევ მიმდინარეობს;
პიროვნებას აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები (მაგ., დეპრესია, შფოთვა);
არსებობს გენეტიკური მიდრეკილება დამოკიდებულების განვითარებისკენ.
მოხმარების შესაძლო გვერდითი ეფექტები
ხშირი გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი
პირისა და თვალების სიმშრალე
თავბრუსხვევა და გულისრევა
ძილიანობა
დაღლილობა
მეტი სიფრთხილე საჭიროა, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს:
დეზორიენტაცია
ჰალუცინაციები
გულისცემის აჩქარება
მადის გაზრდა
დეპრესიის გამწვავება
შეზღუდული ყურადღება და კოორდინაცია (არ უნდა მართოთ მანქანა)
ბიპოლარული აშლილობის დროს შეიძლება გააძლიეროს მანიაკური ეპიზოდები.
შიზოფრენიის მქონე პირებში ზრდის ფსიქოზის განვითარების რისკს. [1]
დამოკიდებულების ძირითადი სიმპტომები
კონტროლის დაკარგვა: პიროვნება ვერ ამცირებს ან წყვეტს კანაფის მოხმარებას, მიუხედავად უარყოფითი შედეგებისა.
ტოლერანტობის განვითარება: საჭიროა მარიხუანას უფრო დიდი დოზის მიღება სასურველი ეფექტის მისაღწევად.
ფსიქოლოგიური სიმპტომები: შფოთვა, დეპრესია, გაღიზიანებადობა, მოტივაციის დაქვეითება.
აბსტინენციის სიმპტომები: კანაფის შეწყვეტისას აღინიშნება უძილობა, მადის დაკარგვა, აგრესიულობა და ფიზიკური დისკომფორტი.
ცხოვრების სხვა სფეროების იგნორირება: მარიხუანა ხდება პრიორიტეტი სხვა აქტივობების – სწავლა, მუშაობა, ურთიერთობები – საზიანოდ.
მარიხუანაზე დამოკიდებულების შესაძლო შედეგები
მარიხუანის ხანგრძლივი მოხმარება იწვევს:
ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას (შფოთვა, დეპრესია, ფსიქოზური ეპიზოდები);
მეხსიერებისა და კონცენტრაციის დაქვეითებას;
მოტივაციის დაკარგვასა და სოციალური იზოლაციას;
შრომისუნარიანობის დაქვეითებას;
კარდიოვასკულარულ და სასუნთქი სისტემის დარღვევებს (განსაკუთრებით მარიხუანის მოწევისას).
მარიხუანაზე დამოკიდებულების მკურნალობის მეთოდები:
მარიხუანაზე დამოკიდებულება წარმატებით ექვემდებარება მკურნალობას, რომელიც მოიცავს:
ჯანმრთელი ცხოვრების წესს: სპორტი, ჯანსაღი კვება და რეგულარული რუტინა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გამოჯანმრთელების პროცესში.
კომპლექსური მკურნალობის მეთოდი
ალკოჰოლი – ზრდის მარიხუანას სედატიურ ეფექტს.
ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები) – შესაძლოა, გაზარდოს სისხლდენის რისკი.
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი პრეპარატები – აძლიერებს მათი სედატიურ მოქმედებას.
პროტეაზის ინჰიბიტორები (ანტივირუსული პრეპარატები, HIV-ის წინააღმდეგ) – შესაძლებელია, შეამციროს მათი ეფექტურობა.
სელექციური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRI-ს ტიპის ანტიდეპრესანტები) – შესაძლებელია, გააძლიეროს მანიაკური ეპიზოდების განვითარების რისკი.
ექიმთან ვიზიტის გადაწყვეტილება მკურნალობის პირველი ნაბიჯია!
შეადგინოთ სია: რამდენად ხშირად მოიხმართ მარიხუანას და როგორ მოქმედებს ეს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
დააფიქსიროთ სიმპტომები: აღწერეთ, რა შეგრძნებები გაქვთ მოხმარების შეწყვეტისას.
შეაფასოთ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა: გაქვთ თუ არა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა შფოთვა ან დეპრესია.
გაითვალისწინოთ მკურნალობის ვარიანტები: ექიმთან ერთად განიხილეთ შესაძლო თერაპიული მიდგომები.
წყაროები
1. Marconi A, Di Forti M, Lewis CM, Murray RM, Vassos E. Meta-analysis of the Association Between the Level of Cannabis Use and Risk of Psychosis. Schizophr Bull. 2016;42(5):1262–1269. doi:10.1093/schbul/sbw003
წყარო: NIDA — კანაბისი.
ხშირად დასმული კითხვები
დაკავშირებული
მდგომარეობები
- ნარკოტიკებზე დამოკიდებულება — სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობანარკოტიკებზე დამოკიდებულების სიმპტომები და მკურნალობა. დეტოქსიკაცია, ფსიქოთერაპია, რეაბილიტაცია GSMRC-ში.
- ალკოჰოლზე დამოკიდებულებაალკოჰოლის ზემოქმედება ჯანმრთელობაზე, დამოკიდებულების ნიშნები და მკურნალობა — დეტოქსიკაცია და რეაბილიტაცია GSMRC-ში, თბილისი.
- ჰალუცინოგენებიჰალუცინოგენური ნივთიერებების ზეგავლენა და მკურნალობა. ფსიქიატრის კონსულტაცია GSMRC-ში თბილისში.
- ოპიატებიოპიოიდებზე დამოკიდებულების სიმპტომები და თანამედროვე მკურნალობა GSMRC-ში თბილისში. ☎ +995 32 2 440 550
